მეცნიერულად დამტკიცდა: ცხოვრებაში მხოლოდ 3-ჯერ შეგიძლიათ შეყვარება!
მეცნიერულად დამტკიცდა: ცხოვრებაში მხოლოდ 3-ჯერ შეგიძლიათ შეყვარება!
სიყვარული - კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოებაა. ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაგვაცინოს, გვატიროს, დაგვტანჯოს და სიამოვნება მოგვანიჭოს.

მაგრამ არის ერთი ნიუანსი: არ არის აუცილებელი, "მუცელში პეპლები" გაჩნდეს, როგორც მტკიცებულება 2 ადამიანს შორის კავშირისა. ეს მხოლოდ გაუცნობიერებელი მენტალური თამაშია.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ზრდა 3 ეტაპად იყოფა და ყოველ ეტაპზე ჩვენი სიყვარული გვაქვს.

პირველი ეტაპი: იდეალისტური სიყვარული

ეს გახლავთ ნორჩი სიყვარული, შესაძლოა, სასკოლო. ამ პერიოდში არაფერი ვიცით რეალური სამყაროს შესახებ, ჩვენში რომანტიკული იდეალიზმი ჩქეფს.
მივიჩნევთ, რომ ყველა ურთიერთობა მშვენიერი და სამუდამოა, როგორც ფილმებში.
როდესაც ეს სიყვარული მთავრდება, მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ იდეალური სიყვარული და პარტნიორი არ არსებობს.

მეორე ეტაპი: საჭირო სიყვარული

როცა იდეალიზმი ქრება, იწყება ყველაზე მტკივნეული ფაზა. პირველივე ტანჯვის შემდეგ, როდესაც თავს უსუსურად მივიჩნევთ, სიყვარული სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება.
მაგრამ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ტრიალებს მცდარი წარმოდგენები და იდეალიზმი.
ეგოისტებად ვრჩებით, გრძნობები საკუთარი ტკივილის ჩასახშობად გვჭირდება და არა იმისთვის, რომ სამუდამო ურთიერთობები ავაგოთ.
ამ ეტაპზე მყარ კავშირებს კი არ ვამყარებთ, თავადაც არ ვიცით, რა გვსურს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
შედეგად კი, სიყვარული მხოლოდ ცუდ ემოციებს გვიტოვებს.
ნებისმიერი მცდელობა კრახით სრულდება.

მესამე ეტაპი: მოულოდნელი სიყვარული


მას მერე, რაც წინა ძლიერმა სიყვარულმა კინაღამ მოგვსპო, არაფრის დაჯერება არ გვსურს. ქვეცნობიერად შევეგუეთ სიმარტოვეს და დამოუკიდებლობას ვსწავლობთ.
ცხოვრება თანდათანობით უკეთესი ხდება, სულ ახალ მწვერვალებს ვაღწევთ, სულ უფრო ვზრუნავთ საკუთარ თავზე.
და სრულიად მოულოდნელად მოდის ნამდვილი სიყვარული, ზრდასრული სიყვარული. მასში არავითარი აუცილებლობა არ არის, მისგან არაფერს ველით. მიუხედავად ამისა, ვიღებთ იმას, რაზეც არც კი ვოცნებობდით.

და ბოლოს და ბოლოს ვხვდებით: იდეალები არ არსებობს, მაგრამ სიყვარული თურმე არსებობს.
თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვედით მესამე ეტაპამდე, შეწყვიტეთ ლოდინი! ნამდვილი სიყვარული მაშინ მოდის, როცა ამას საერთოდ არ ელი! და თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ის აუცილებლად მოდის!

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:45 / 07-08-2017
სიყვარულს თავისი ზოდიაქალური ასაკი აქვს. თითოეული პერიოდი შვიდ წელს გრძელდება. გაიგეთ, რომელ ასაკში გეწვევათ ნამდვილი სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
12:27 / 13-07-2017
წესით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად სავსე უნდა იყვნენ, ამისთვის არ უნდა ეცალოთ... წესით, თავადაც უნდა ტკბებოდნენ სიცოცხლით, ახალგაზრდობით, ცხოვრების ფერადოვნებით. წესით, თავიანთი პრობლემებითა და პროფესიული საქმიანობით, საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ეფერებოდნენ საყვარელ ადამიანებს, ზრდიდნენ შვილებს, ზრუნავდნენ მშობლებსა და ახლობლებზე... მაგრამ არა!
13:17 / 26-06-2017
ბედნიერების მოსაპოვებლად ადამიანები სხვის მიერ ნაცადი რეცეპტებით სარგებლობენ.
13:26 / 12-06-2017
1. ნუ ისაუბრებთ სოციალურ სტატუსზე! ნუ იტრაბახებთ შეყვარებულის ახლად გაცნობილ მშობლებთან თქვენი სოციალური სტატუსით ან პირიქით, ძალიან სიტყვაძუნწიც ნუ იქნებით.
14:22 / 08-05-2017
წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი - უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
12:43 / 27-04-2017
სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
10:36 / 06-04-2017
მაინც რა არის სიყვარული? ამ მოვლენის მრავალგვარი ახსნა არსებობს.
15:45 / 08-03-2017
„მე მინდა გხედავდე ფეხშიშველს, ორსულს და ჩემს სამზარეულოში!“ ("გრეის 50 ელფერი")
12:12 / 01-03-2017
ვერძები - ფანტასტიკური ადამიანები არიან. ისინი - ყველა ზოდიაქოს შორის საუკეთესო საყვარლები არიან და ნებისმიერ თაყვანისმცემელს ჭკუიდან შლიან.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როდესაც შევიტყვე, რაზე იყო ეს სტატია, ორჯერ გადავიკითხე! თავს განახლებულად ვგრძნობ...
13:37 / 09-08-2017
როდის იგრძენით ბოლოს თავი ბედნიერად? აი, როგორც ბავშვობაში? არის ერთი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ, განიცადოთ დადებითი ემოციები ხშირად და თავი მშვიდად იგრძნოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ისწავლოთ ცხოვრება აქ და ახლა!
10 ქალური ჩვევა, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებს
13:35 / 09-08-2017
ალბათ გაღიზიანებთ თქვენი პარტნიორის ჩვევა, როდესაც წინდებს სავარძლის უკან აგდებს, ან სანთებელათი ხსნის ლუდის თავსახურს. გაგიჟებთ, არა? რატომ არ წყვეტს ამის გაკეთებას? იმიტომ, რომ თქვენ თავადაც გაქვთ ჩვევები, რომლებიც მას აღიზიანებს.
საკუთარი სხეულის რომელი ნაწილი არ მოსწონთ ქალებს
14:47 / 07-08-2017
თურმე, ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი.
30 ჩვევა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას წინ წავიდეთ
12:33 / 04-08-2017
ამ ჩვევებისგან გათავისუფლება, ენერგიის უდიდეს წყაროს მოგვცემს და წარმატებაც არ დააყოვნებს. მაშ ასე, რა არ უნდა გავაკეთოთ, თუკი გვსურს, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ.
20 ჩვევა, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ
10:15 / 03-08-2017
დავიწყო დიეტა, თავი დავანებო მოწევას (თუკი ვეწევი), დავიწყო ვარჯიში – ყველამ კარგად ვიცით ამ გლობალური ცვლილებების ფასი.ცხოვრებისეული სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე გრძელი გზის დაწყებაც კი უფრო მარტივია მოკლე ნაბიჯებით.
25 ნიშანი იმისა, რომ თქვენ უკვე წარმატებული ხართ, თუნდაც ამას ჯერ თავად ვერც აცნობიერებდეთ
11:07 / 02-08-2017
ფსიქოლოგმა შენონ კაიზერმა წარმოადგინა იმ ნიშნებისა თუ ფაქტების სია, რომლებიც ეხმარება ადამიანებს გაიგონ, მიაღწიეს თუ არა წარმატებას ცხოვრებაში.
გადაიკითხე ეს 35 ფრაზა კვირაში მინიმუმ ერთხელ!
11:06 / 01-08-2017
1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც მშვენიერია.2. თუ ყოყმანობ, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
13 პოზა, რომელიც დაკვირვებულ მოსაუბრესთან თქვენს ხასიათს გასცემს
11:41 / 24-07-2017
როგორ ზიხართ მაგიდასთან, სავარძელში, იქნებ იატაკზე მოგწონთ ჯდომა? რაზე მიუთითებს თქვენი პოზა მოსაუბრეს?
მამაკაცებს უყვართ პუტკუნა ქალები, მათ აღაფრთოვანებთ მადისაღმძვრელი სიმსუქნე!
11:18 / 17-07-2017
ყველა ქალი ოცნებობს დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები, რომ მამაკაცებს მოაწონონ თავი, მაგრამ იქნებ, ჯერ მამაკაცების აზრი მოგესმინათ მსუქან ქალებზე.
გონების სავარჯიშო და ენერგიის წყარო - რა "სარგებლობა" მოაქვს ჭორაობას
15:24 / 07-07-2017
ეს სტატია უფრო იუმორისტული ხასიათისაა და სახალისო, თუმცა სიმართლის მარცვალსაც შეიცავს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31