უდავოდ, ჩვენ ჩვენი თვისებების მძევლები ვართ. ჩვენი სხეული და გონება სტიმულებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავს.
გაუცნობიერებლად ვიდებთ პირში სიგარეტს, ვიკვნეტთ ტუჩებს ან ვახრაშუნებთ სახსრებს და არც კი გვახსოვს, საიდან დაიწყო ესა თუ ის ჩვევა.
ისინი გვიკონტროლებენ ცხოვრებას და ხანდახან ხელს უშლიან წინსვლას.
ახლახან გამოცემა European Journal of Social Psychology-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ფილიპა ლალიმ და მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარეს. კვლევის მიმდინარეობისას ისინი აკვირდებოდნენ 96 ადამიანს 12 კვირის განმავლობაში, რათა გამოევლინათ, რა დრო სჭირდება ამა თუ იმ ჩვევის ფორმირებას.
ყოველმა მონაწილემ აირჩია ახალი ჩვევა და ყოველდღიურად ამცნობდა, რამდენად ავტომატურად მოქმედებს შესაბამისად. 12 კვირის შემდეგ ლილიმ გააანალიზა შედეგები და მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი ჩვევის შესაძენად მონაწილეებს საშუალოდ 66 დღე დასჭირდათ.
იმავე ლოგიკით, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაც და კარგით ჩანაცვლებაც 66 დღეში არის შესაძლებელი.
აი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ საამისოდ:
1-22 დღეები: ნუ იქნებით თავმდაბალი!
იყვირეთ თქვენს გეგმებზე ყოველ ნაბიჯზე. მოუყევით მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს, რომ გაქვთ მისია, რომ გსურთ შეიცვალოთ და რომ სულ მალე ყველა დაინახავს, როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება!
22-44 დღეები: დაკავდით თვითანალიზით!
გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. დადგა დრო, იქექოთ საკუთარ თავში. რა გსურთ ცხოვრებისგან? რატომ აკეთებთ ამას? როგორი გსურთ, რომ სხვებმა აღგიქვან?
არ აქვს მნიშვნელობა - მავნე ჩვევის გადაგდებას ცდილობთ თუ კარგის შეძენას. მიაკვლიეთ არსს, რათა გაიგოთ, რატომ აკეთებთ და როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს თქვენს ცხოვრებაზე.
თუ მიზეზის პოვნას მოახერხებთ, გაგიადვილდებათ ამ 66 დღის განმავლობაში.
44-66 დღეები: მიჰყევით სინათლეს!
მესამე ეტაპი - ბოლო ნახტომი. უკვე შორს წახვედით< მაგრამ დარჩა ბოლო 22 დღე.
აქ ყველაზე იოლია, გატყდეთ, დაიღალოთ და დაგავიწყდეთ, რატომ აკეთებთ ამას. გარდა ამისა, იოლად შესაძლებელია, უწინდებურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ, რადგან ჯერ კიდევ ძველი ჩვევების მოცილების პროცესში ხართ.
ამ სტადიაზე აუცილებელია რაიმე ორიენტირის პოვნა. იმის, რაც მიზნამდე მიგიყვანთ. სწორედ ეს 22 დღე აჩვენებს, რამდენად ძლიერი და მონდომებული ხართ.
ამ მომენტში მთავარია, დაინახოთ სინათლე გვირაბის ბოლოში. მთავარია, გაიგოთ, რომ მიზნამდე სულ ცოტა დარჩა.
66-ე და მომდევნო დღეები: ასიამოვნეთ თავს!
ერთადერთი ხერხი, გარანტირებულად გათავისუფლდეთ ძველი ჩვევებისგან, გახლავთ ამის დემონსტრაციულად გამოცხადება.
მოაწყვეთ წვეულება, მიირთვით შამპანური, გამოუცხადეთ ეს მთელ სამყაროს! იმხიარულეთ, მიიწვიეთ სტუმრები!
თუ ისეთი ჩვევისგან გათავისუფლდით, რომელიც სხვებსაც აღიზიანებდა, მოხარულნი იქნებიან, თქვენთან ერთად აღნიშნონ ეს!
ვინ იცის, იქნებ ეს თქვენი ყოველწლიური ტრადიციაც გახდეს!