ეს წესები თითოეულმა ქალმა უნდა დაიმახსოვროს და შემდეგ თავის ქალიშვილს უნდა ასწავლოს!
1. უნდა დაელოდოთ!
და შეარჩიოთ საჭირო მომენტი! არ არის საჭირო, ურეკოთ მას თათბირის დროს, ან მშიერსა და დაღლილს მიანიშნოთ რაიმეზე!
2. პირდაპირ!
ყოველგვარი ”დიდი ხანია, არსად ვყოფილვართ...”, ან ”ეს ნაგავი როდემდე იქნება ასე?”
- ძვირფასო, იქნებ ნაგავი გაიყოლო!
- გამიხსენი, გეთაყვა, ეს ქილა, მე არ გამომდის.
3. გასაგებად!
არავითარი მინიშნება, ზუსტად უთხარით, რა გსურთ და როდის! მისამართი, ზომა, წონა, თარიღი, დრო და ა.შ.
4. სიხარულით!
ემოციურად გამოხატეთ გრძნობები! დაანახეთ, როგორ გაგახარებთ ეს!
5. პატიებით!
აპატიეთ, თუ დაავიწყდა, ვერ შეძლო, დააიგნორა თქვენი სურვილი. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც მოგეთხოვებოდათ. დააცადეთ, რომ მეორე ცდით გამოუვიდეს!
დამატებით:
თხოვნა გულწრფელი და შესრულებადი უნდა იყოს! ნუ მოითხოვთ ციხე-სიმაგრეს, განსაკუთრებით, თუ ის არ გჭირდებათ.
მაგალითად:
– ძვირფასო, გახსოვს, რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა? მაგარი ფეხსაცმელი შევარჩიე, ჩავიზომე და გადავადებინე. ძალიან მიხდება! ამ ფეხსაცმელში ყველაზე სექსუალური და ლამაზი ვიქნები! აი მისამართი, შეგიძლია წამოიღო ნებისმიერ დროს 10-დან 21:00-მდე. ან შეგიძლია რაიმე შენი გემოვნებით შეარჩიო, შენგან ნებისმიერი საჩუქარი გამახარებს! შენ ხომ საუკეთესო ხარ!
და თუ მას არ გამოსდის, თავად წახვალთ და შეიძენთ და არასოდეს შეახსენებთ, თუ როგორი უყურადღებოა!