ალბათ, გაინტერესებთ, სიზმრად ნანახი ზოგიერთი ნივთი თუ სიტუაცია რა ინფორმაციას შეიცავს.
ხშირად გესიზმრებათ, რომ დაიკარგეთ ან ლიფტში გაიჭედეთ, საკუთარ სახლს ვერ აგნებთ ან ვერ ცნობთ?
ანალიზი და ინტერპეტაცია სიზმრისა ასეთია: სახლი - ეს არის თქვენი შინაგანი სამყარო, თქვენ ხართ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს. ეს სურათები სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში არის გაურკვევლობის პერიოდი. თქვენ უნდა იპოვოთ ახალი მიზანი.
ასეთი სიზმრები ჩნდება მაშინ, როცა თქვენ გქონდათ ცვლილებები ცხოვრებაში. მაგალითად, დაკარგეთ სამსახური ან საყვარელი ადამიანი. განსაკუთრებით იყავით ყურადღებით, თუ სიზმრად ხედავთ ნახევრად შეღებულ კარებს - ეს არის მითითება იმისა, რომ ამ სიტუაციიდან არ არის გამოსავალი.
რას ნიშნავს, როცა მაგალითად, სიზმრად ვხედავთ ჯაჭვს, ბეჭედს, ქამარს, აკვარიუმს, გალიას, ციხეს, საცურაო აუზს, ყელში თითქოს რაღაც გაგვეჩხირა, თითქოს მინის ნამსხვრევები გადაყლაპეთ, ან ყელზე გვიკეთია ლამაზი ყელსაბამი, ან დავფრინავთ სიზმარში....
ანალიზი და ინტერპრეტაცია ასეთი სიზმრის ასეთია: არსებობს ნივთები, რომლებიც ნათლად მიუთითებს გარკვეული ფორმით მონობის მდგომარეობას: ეს არის ჯაჭვი ან ბეჭედი (მონები ატარებდნენ მათ), ციხე და აკვარიუმი. სხვა სიმბოლოები პირიქით, მიუთითებს თავისუფლებაზე და მისი პირდაპირი გამოხატულებაა ჩიტი. არ აქვს მნიშვნელობა, ჩიტი გალიაშია თუ არა, ჩიტი აღნიშნავს თქვენს პიროვნებას, რომელიც შესაძლოა იბრძოდეს თავისუფლებისთვის. ასეთი სიზმრები ხშირად აქვთ მოზარდებს. სიზმარში ფრენა - ეს ნიშნავს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. გაგრძელება