პლანეტები და მათი განლაგება ადამიანის არა მხოლოდ ხასიათს და ცხოვრებისეულ მოვლენებს განაპირობებს, არამედ, დიდწილად, გვიჩვენებს იმასაც, თუ კონკრეტულად როგორი სტილის ან ფერის სამოსში გამოიყურება იგი განსაკუთრებით მომხიბვლელად. ამიტომ ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, სწორად შეარჩიოთ სამოსის ფერი, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უხდებათ წითელი ფერი და ყველა მისი გრადაცია.
ეს ფერი ძველთაგან ასოცირდება მაღალ აქტივობასთან, გამბედაობასა და ძალასთან.
კურო
თქვენი ძირითადი ფერია ლურჯი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა. დამამშვიდებლად მოქმედებს ვარდისფერი, ვინაიდან ეს ფერი წითლისა და თეთრის ნაზავია, მიუთითებს კომფორტისკენ სწრაფვაზე.
ტყუპი
ტყუპისთვის ყველაზე ახლობელი ფერია ყვითელი, რადგან ის ენერგიული, ნათელი და მოძრაობის სიმბოლოა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყალიბებს შემოქმედების ძალას და აქტივობას. არანაკლებ ახლობელი მწვანე კი, უმყარებს ჯანმრთელობას, თავმოყვარეობასა და სიჯიუტეს.
კირჩხიბი
კირჩხიბის ძირითადი ფერებია ვერცხლისფერი და რუხი. ეს ფერები ასოცირდება სიმშვიდესთან, რომლებიც აწყნარებს ცვალებად ემოციებს. განწყობის ასამაღლებლად კარგია ნარინჯისფერი, როგორც საკმაოდ ოპტიმისტური ფერი.
ლომი
ოქროსფერი იწვევს სილამაზისა და განახლების განცდას. ეს ფერი ხაზს უსვამს ლომების გულუხვობას. ექსპრესიული ემოციების სტაბილიზაციისათვის სასურველია თეთრი, ხოლო ნარინჯისფერი კი აგიმაღლებთ განწყობას.
ქალწული
ქალწულებს მწვანე და ყავისფერი უხდებათ. კეთილშობილი ყავისფერი უხდებათ პრაქტიკულ ქალწულებს, რადგანაც ის ასოცირდება რაციონალურ აზროვნებასთან, ნიჭთან და მიწასთან. მწვანე ხელს უწყობს გონების სტიმულიზაციას და ითვლება აღორძინების სიმბოლოდ.
სასწორი
სასწორებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ პასტელურ ტონებს, პირველ რიგში - ცისფერს, მწვანეს და ზღვისფერს. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ცისფერი ძირითადი ფერია, რომელიც ეხმარება მათ, მოვიდნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან. გაგრძელება
იხილეთ ასევე: ტესტი: რომელია შენი ფერი