რთულია საკუთარი შეცდომების აღიარება.
ყველაფერში გარშემო მყოფების დადანაშაულება. მთავარია, საკუთარ პრობლემებთან გამკლავება და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი და ბედნიერი გახდება.
1. კეთილდღეობა თქვენშია
მართალია, კარგია, როცა ცხოვრება აწყობილი გაქვთ, გყავთ ყურადღებიანი ქმარი, სასიამოვნო სამუშაო, მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ... იყავით კმაყოფილი მცირედით და ნახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო თქვენ გარშემო.
2. ქალებს მხოლოდ ერთი რამე უნდათ
სექსი ქალებსაც არანაკლებ სჭირდებათ. თუმცა, ქალი იშვიათად იჩენს ინიციატივას. გაესაუბრეთ საყვარელ მამაკაცს, მოუყევით, რა მოგწონთ, რას ელით მისგან, როგორ წარმოგიდგენიათ.
3. ათ ქალზე ერთი მამაკაცი
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქალი რამდენჯერმე თხოვდება, თქვენ კი ჯერ ერთხელაც არ გათხოვილხართ? საქმე არც გემოვნებასა და არც ხასიათში არაა, ფსიქიკაშია საქმე. თქვენც შეძლებთ ბედნიერ ცხოვრებას. მთავარია, მოინდომოთ.
4. ნორმალური მამაკაცები ჰოლანდიაში არიან
ქართველი კაცი ზარმაცია, "დედის ბიჭია" და ა.შ. თუ ასეთი სტერეოტიპი ჩამოგიყალიბდათ, გარშემო არსებულ მამაკაცებს ვერასდროს დააფასებთ.
5. არ არსებობს ნორმა
თუ მარტო თავს კარგად გრძნობთ, ასე იქნება მუდამ, მაგრამ თუ გსურთ, გვერდით მამაკაცი გყავდეთ, უნდა მოინდომოთ.
6. ბედნიერება
ნორმალურ ურთიერთობას ააწყობენ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც კი არ უთმობენ ერთმანეთს და წყენას გულში იტოვებენ, არამედ განიხილავენ ყველაფერს.
7. ურთიერთობა არ გაბერებთ
შინ მისულმა დაისვენეთ. სახლი მეორე სამსახური არაა. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. პარტნიორიც, ვერ გადააკეთებთ, მაშინ უნდა დასცილდეთ და სხვა მონახოთ.