ეს კითხვები უნდა დაუსვათ ქალს, თუ გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობს ის თქვენზე.
1. ყველაზე მეტად რა გაძლიერებს ცხოვრებაში?
2. რამ გაგრძნობინა თავი დაუცველად და სუსტად?
3. სად გრძნობ თავს ყველაზე კარგად?
4. სად გიყვარს გაქცევა ყველაზე მეტად?
5. ვინ იქონია ზეგავლენა შენს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე?
6. საკუთარ თავში რაიმეს შეცვლა რომ შეგეძლოს, რას აირჩევდი?
7. ერთი დღე რომ გრჩებოდეს სიკვდილამდე, პირველ რიგში რას გააკეთებდი?
8. რომელ ათწლეულთან გრძნობ ყველაზე დიდ კავშირს?
9. რომელია შენთვის ოჯახის ყველაზე ახლო წევრი? რატომ?
10 ვინ გიცნობს ყველაზე უკეთ?
11. რა გიზიდავს ყველაზე მეტად საუკეთესო მეგობარში?
12. ვინ გინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში?
13. რომელიმე გამოგონილი პერსონაჟის როლის მორგება რომ შეგეძლოს, რომელი გახდებოდი?
14. გიყვარს კომპლიმენტების მოსმენა?
15. დაფიქრდი, რა მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში.
16. რა მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ გარეგნობაში?
17. რომელი შინაგანი თვისება მოგწონს საკუთარ თავში?
18. ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
19. მონათესავე სულების გჯერა?
20. ჰოროსკოპებს თუ ეკიდები სერიოზულად?
21. შეგყვარებია ოდესმე? რამდენჯერ?
22. რის გამო შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს?
23. რას ნიშნავს შენთვის სისუსტე? რა გასუსტებს?
24. გაქვს რაიმე სურვილი, რითაც მამაკაცს მიმართავდი, მაგრამ გეშინია?
25. ერთ დღეს მამაკაცად რომ იქცე, რას მოიმოქმედებდი პირველ რიგში?
26. რა არის შენთვის ყველაზე მიმზიდველი ორივე სქესში?
27. რის შესახებ გაიგებდი კიდევ უფრო მეტს?
28. რა არ გაგიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის ძალიან გსურდა?
29. რატომ არ გააკეთე დღემდე?
30. ფულს რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რა იქნებოდა შენი საოცნებო სამსახური?