მეცნიერებმა სხვადასხვა სეზონზე დაბადებული ადამიანები შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები გამოაქვეყნეს.
გაიგეთ თქვენი განწყობის თავისებურება თქვენი დაბადების სეზონის მიხედვით.
გაზაფხულზე დაბადებული
გილოცავთ, თუ მარტში, აპრილში ან მაისში დაიბადეთ, ოპტიმისტური განწყობა მუდამ გარანტირებული გექნებათ. გარდა ამისა, გაზაფხულზე დაბადებული კრიზისშიც კი წარმატების მიღწევის საშუალებას ხედავს. თუმცა, მაისში დაბადებულებს ხანდახან დეპრესია შემოუტევთ ხოლმე.
ზაფხული
ივნისში, ივლისსა და აგვისტოში დაბადებულ ადამიანებს განწყობის ცვლილება ახასიათებთ. განსაკუთრებით, აგვისტოში დაბადებულებს.
შემოდგომა
სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში დაბადებული ადამიანები დეპრესიის ყველაზე დაბალი ნიშნულით გამოირჩევიან. თუმცა, შემოდგომის შვილებს ერთი მინუსი მაინც აქვთ - ზედმეტი გაღიზიანება ახასიათებთ.
ზამთარი
ცივ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ დეპრესია, შიზოფრენიის ნიშნები. თუმცა, შემოდგომის ბავშვებისგან განსხვავებით, ნაკლებად ღიზიანდებიან. 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იანვარსა და თებერვალში დაბადებულ ადამიანებს მეტად ახასიათებს კრეატიულობა და პრობლემის არასტანდარტული მეთოდით მოგვარება.