ყველა ქალი ოცნებობს დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები, რომ მამაკაცებს მოაწონონ თავი, მაგრამ იქნებ, ჯერ მამაკაცების აზრი მოგესმინათ მსუქან ქალებზე.
მამაკაცების მოსაზრება
1. ქალს ხელის მოსაკიდი ადგილი უნდა ჰქონდეს. ზედმეტი წონა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ფიტნესზე შეშლილი ქალები მკვრივები არიან მე კი სირბილე მომწონს.
2. ქალური მრგვალი ფორმები ჩემთვის იდეალურია, როგორც მომავალი ცოლისა და დედის ამპლუა.
3. საოცარია, მაგრამ პუტკუნა ქალი ყოველთვის სექსუალურია. ძველი დროის მხატვრები მუდამ მსუქან ქალებს გამოსახავდნენ.
4. მსუქან ქალს სქესობრივი ნიშნები მეტად გამოკვეთილი აქვთ და ქვეცნობიერად მამაკაცებს ეს უფრო მეტად გვიზიდავს.
5. სანტიმეტრები და კილოგრამები კი არა გრაციოზულობა და მანერებია მთავარი.
6. 50 ზომა ვისაც აცვია ის უფრო მოსაწონია ჩემთვის, ვიდრე მოდელის ფორმის ფიცარივით ქალი, რომელსაც ბიჭისგან ან თინეიჯერი გოგოსგან ძნელად გაარჩევ.
7. იშვიათად მინახავს, მოდელის ტანის ქალი მოეყვანოს ვინმეს ცოლად. მსუქან ქალს კი მამაკაცი მომავალი შვილების დედად აღიქვამს, ვინც შვილებს გაუჩენს და გამოუკვებავს.