შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად
შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად
თუ ძალის გამოცლა არასოდეს გიგრძვნიათ სამუშაო დღის განმავლობაში, ე.ი. ამ სტრიქონებს იმისათვის კითხულობთ, რათა გაიგოთ, როგორ განიცდიან ამას უბრალო მოკვდავნი. ხშირად ეს პერიოდი სადილის დროს დგება. როგორ გამოვიტანოთ მაქსიმალური სარგებელი ამ დროისგან და ხალისით ვიმუშაოთ დღის ბოლომდე?

გაისეირნეთ

თუ სიზარმაცემ სკამზე არ „მიგაჭედათ“, ადექით და გადით გარეთ. გაიარეთ იქით-აქეთ, თუნდაც გვერდით პარკის ნაცვლად ასეთივე ოფისი იყოს. დალიეთ ყავა - ის გაგახალისებთ რამდენიმე საათით და ამასთან, ღამის უძილობას გააქრობს.

მოუსმინეთ მუსიკას

განსაკუთრებით, თუ სამუშაო პერიოდში ყურსასმენებით ზიხართ. მოუსმინეთ არა მომადუნებელ მუსიკას, არამედ ჩქარსა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხიარულს. მუსიკა გაამოძრავებს თქვენს ტვინს, თვალები არ დაგეხუჭებათ და შესაძლოა, 1-2 ვარჯიშის შესრულებაც მოგინდეთ.

ისადილეთ

ადვილად შესაძლებელია, რომ კი არ დაიღალეთ ან ძილი გინდათ, უბრალოდ, ცუდად ისაუზმეთ ან საერთოდაც უარი თქვით მასზე. ნუ გამოიდებთ მუშაობით თავს, უბრალოდ, ისადილეთ სხვა თანამშრომლებთან ერთად.

დაისვენეთ

ბევრ კომპანიაშია დასასვენებელი ოთახები რბილი სავარძლებითა და დახშული განათებით. თუ თვალს 20 წუთით მოატყუებთ, არაფერი დაშავდება. უბრალოდ, ეცადეთ, არ ჩაგეძინოთ 3 საათით.

ესტუმრეთ სპორტდარბაზს

ზოგი შესვენების დროს ცდილობს, უცხო ენა შეისწავლოს ან სხვა რამით დაკავდეს. ეს კარგია, თუ სწავლის სურვილი გაქვთ. და თუ არ გაქვთ და ოფისის გვერდით სპორტული დარბაზია - უმჯობესია, იქ წახვიდეთ. არ არის აუცილებელი, შტანგა ასწიოთ გამოსაღვიძებლად, შეგიძლიათ უბრალოდ აუზში იცურაოთ ან ველოტრენაჟორზე რამდენიმე კილომეტრი გაიაროთ. სპორტი აუცილებლად გაგახალისებთ.

კომენტარები (5)
ბრრრრრრ
დალიეთ ერთი ჭიქა ღვინო და ნორმალურად ისადილეთ.მერე კი ცოტა ხნით წაუძინეთ,ეს ასი პროცენტით გიშველით!ერთი ჭიქა ღვინო სასწაულებს ახდენს!
ლანა
აუუუუუუ!!! "რა კარგია ცხოვრება, როცა....." შენს პირს შაქარი, მაგრამ სადაა ცხოვრება მასე აწყობილი. თავის აწევის საშალებაც არა მაქვს მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
მარი
კი სამსახურის გვერდით აუზია,მაგრამ ორმოს ვამსგავსებ და წყალიც რატომღაც შავია!და თუ გვერდზე ოთახში დასასვენებლად გავალ...მსვიდობით სამსახურო და საცოდავო 300 ლარო....
ტოტო
იღიღინეთ...
manana
დღეს ვეღარ ვასწრებ და ხვალიდან ზუსტად ასე მოვიქცევი!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სექტემბერში დაბადებულების 11 უნიკალური თვისება
11:08 / 22-09-2017
სექტემბერში დაბადებული ადამაინები განსაკუთრებულები არიან:
ნივთები, რომლებიც აუცილებლად მოიტანს სახლში ბედნიერებას
13:50 / 20-09-2017
ოჯახში ბედნიერება არა მხოლოდ მისი წევრების პოზიტიურ განწყობაზეა დამოკიდებული, არამედ ნივთებზეც და პროდუქტებზე, რომლებიც წარმატებასა და კეთილდღეობას იზიდავენ სახლში.
თანამედროვეობის დიდი შეცდომაა - სტუმრად ხელცარიელი სიარული. აი, რატომ...
16:18 / 19-09-2017
სტუმართმოყვარეობის პრობლემა ყველასათვის ნაცნობია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ვინც გვსტუმრობს, გულწრფელი და სასურველი არ არის. ზოგი დაუპატიჟებლად მოგადგება გვიან. ადამიანები, რომლებიც ხელცარიელნი მიდიან სახლში, სადაც პატარა ბავშვია, - საერთოდ სხვა თემაა.
7 რამ, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
13:55 / 05-09-2017
თუნდაც თქვენი საბანკო ანგარიში გზღუდავდეთ, შეგიძლიათ არ გამოხვიდეთ ბიუჯეტის ჩარჩოებიდან, როცა გართობას გეგმავთ. თქვენ წინაშეა 7 ხელმისაწვდომი და ამავდროულად, საოცარი რამ, რომლებიც ამ შემოდგომაზე მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ:
რამდენად ერთგული და მოღალატენი არიან სხვადასხვა თვალის ფერის მქონე ადამიანები
12:35 / 28-08-2017
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ადამიანთა ურთიერთობა ბევრით აიხსნება... მათი თვალის ფერით. ჩვენ მოგიყვებით სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანებზე და იმაზე, რამდენად ერთგული, ან პირიქით, მოღალატეები არიან ისინი.
22 წვრილმანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ
11:45 / 26-08-2017
1. გაიღვიძეთ იმ აზრით, რომ ახალი დღე - რაიმე ახლის საწყისია. ნუ გაიფუჭებთ გუშინდელი წარუმატებლობის გამო ხასიათს.
რა უნდა გააკეთო დღეს, რომ ხვალ ცხოვრება უკეთესი გახდეს?
10:27 / 23-08-2017
უჩვენოდაც იცით, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა ხვალ ცხოვრება გაცილებით უკეთესი გქონდეთ.
როდესაც შევიტყვე, რაზე იყო ეს სტატია, ორჯერ გადავიკითხე! თავს განახლებულად ვგრძნობ...
13:37 / 09-08-2017
როდის იგრძენით ბოლოს თავი ბედნიერად? აი, როგორც ბავშვობაში? არის ერთი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ, განიცადოთ დადებითი ემოციები ხშირად და თავი მშვიდად იგრძნოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ისწავლოთ ცხოვრება აქ და ახლა!
10 ქალური ჩვევა, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებს
13:35 / 09-08-2017
ალბათ გაღიზიანებთ თქვენი პარტნიორის ჩვევა, როდესაც წინდებს სავარძლის უკან აგდებს, ან სანთებელათი ხსნის ლუდის თავსახურს. გაგიჟებთ, არა? რატომ არ წყვეტს ამის გაკეთებას? იმიტომ, რომ თქვენ თავადაც გაქვთ ჩვევები, რომლებიც მას აღიზიანებს.
საკუთარი სხეულის რომელი ნაწილი არ მოსწონთ ქალებს
14:47 / 07-08-2017
თურმე, ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი