სტუმართმოყვარეობის პრობლემა ყველასათვის ნაცნობია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ვინც გვსტუმრობს, გულწრფელი და სასურველი არ არის. ზოგი დაუპატიჟებლად მოგადგება გვიან. ადამიანები, რომლებიც ხელცარიელნი მიდიან სახლში, სადაც პატარა ბავშვია, - საერთოდ სხვა თემაა.
სტუმრად სიარულსაც ცოდნა სჭირდება. ამიტომ, თავხედის იარლიყი რომ არ მოგაკერონ, მიჰყევით ამ მარტივ წესებს:
არასოდეს ესტუმროთ არავის ხელცარიელი
დიპაკ ჩოპრა თავის წიგნში "წარმატების 7 სულიერი ნიშანი" ხსნის, თუ რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე: "ერთ-ერთი სასარგებლო რამ, რაც ბავშვობაში მასწავლეს და რაც ჩემს შვილებს ვასწავლე - არასოდეს უნდა მიხვიდეთ სტუმრად ხელცარიელი.
შეიძლება იფიქროთ: "როგორ უნდა მივცე სხვას რაიმე, თუ ამ მომენტში თავად არაფერი მაქვს?" შეგიძლიათ მიართვათ ყვავილი. ერთი ყვავილი. ღია ბარათი, რომელშიც თქვენი გრძნობები იქნება გამოხატული მასპინძლისადმი. ან უთხარით კომპლიმენტი. ამგვარად გამოუკეთებთ გუნებას.
მიიღეთ გადაწყვეტილება, გასცეთ, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ვინც არ უნდა ნახოთ. რაც უფრო მეტს გაიღებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ".
"მოდი, ვინმესთან წავიდეთ"
მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების ხანაში, უტაქტობაა, ვინმეს გაუფრთხილებლად ესტუმრო. თუნდაც, ძალიან ახლოს იყოთ ადამიანთან. 21-ე საუკუნეში არავის სურს დროის დაკარგვა.
პუნქტუალურობა - ზრდილობის მაჩვენებელია
ნუ ალოდინებთ მასპინძლებს. საპატიო სტუმარს შეუძლია რამდენიმე წუთით დააგვიანოს. თუ ადამიანი იგვიანებს, არ ღირს, მისვლისას დეტალურად აუხსნას მიზეზები. ასევე, არ ღირს, სუფრასთან ყველა სტუმარს სათითაოდ მიესალმოთ.
სტუმრად პატარა ბავშვთან
თუ ოჯახს სტუმრობთ, სადაც პატარა ბავშვია, უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიზიტი უადგილო არ იქნება. უნდა შეუთანხმდეთ მშობლებს, თუ როდის შეიძლება მისვლა. ბავშვის რეჟიმი დიდების რეჟიმისგან განსხვავდება. ასევე, უნდა გადადოთ ვიზიტი, თუ გაციებული ხართ. ასევე დაუშვებელია, ბავშვს ხელცარიელი ესტუმროთ.
მასპინძლებთან დამშვიდობება
როდესაც სახლს ტოვებთ, თავადვე უნდა გააღოთ კარი, რადგან არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სახლიდან გაგდებენ.