"ინსტაგრამმა" და სხვა სოციალურმა ქსელებმა მოგვცა ძალაუფლება, შევიქმნათ ჩვენთვის სასურველი იმიჯი. ხშირად სოციალურ ქსელებში ვქმნით წარმოდგენას ლამაზ ცხოვრებაზე, რადგან რეალურ ცხოვრებაში თავს ბედნიერად არ ვგრძნობთ.
არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომლებიც უჩვენებს, რომ შესაძლოა, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ პათოლოგიური ხასიათი მიიღო.
თუ იმავეს აკეთებთ, რაც დაბლაა მოყვანილი, ე.ი. თვითშეფასების პრობლემები გაქვთ და საკუთარი თავით კმაყოფილი არ ხართ.
ბევრ სელფის იღებთ
აშშ-ის არკანზასის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ბევრ სელფის იღებენ და სოციალურ ქსელებში განათავსებენ, იმდენად თავდაუჯერებლები არიან, რომ შექებას კომენტარებში ან "ლაიქების" რაოდენობაში ეძებენ.
ყველა კერძის ფოტოს განათავსებთ
თუ საჭმელი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო სიამოვნებაა, მისით უნდა დატკბე და არა იმაზე იფიქრო, როგორი რეაქცია ექნება ხალხს თქვენი ბუტერბროდის ფოტოს დანახვისას.
გიყვართ სიახლეების დაკომენტარება
ასეთ ადამიანებს უჭირთ რეალური ურთიერთობების აგება სოციალური ქსელების მიღმა ინფანტილურობის გამო, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში შეუძლიათ ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ.
სელფი სატრენაჟორო დარბაზში
ამგვარად გსურთ მიიპყროთ ყურადღება და ინტერესი საკუთარი პერსონისადმი, გსურთ, რომ თქვენით აღფრთოვანდნენ. იდეალური სხეულის ფოტო - საუკეთესო მიზეზია, მიიღო ხელმომწერების კომპლიმენტები.
თქვენი შენაძენების ფოტოებს განათავსებთ
ამგვარად გსურთ ხალხში შური გამოიწვიოთ. შესაძლოა, მიიჩნევთ, რომ ადამიანები იმის მიხედვით უნდა შეფასდნენ, თუ როგორი მატერიალური შესაძლებლობები აქვთ და არა მათი პროფესიონალური მიღწევებით.
საჯაროდ გამოფენთ სიმდიდრეს
ეს პუნქტი წინას ჰგავს. ამგვარი ქცევის მიზეზი - რწმენა იმისა, რომ მდიდრული ცხოვრება სხვების აღიარებას მოითხოვს და ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ადამიანი უნდა შეფასდეს, გახლავთ საბანკო ანგარიში.
გაღელვებთ სხვების აზრი
ყველა თქვენი პუბლიკაცია მოწოდებულია, შექმნას "სწორი" შთაბეჭდილება - მეგობრული და ბედნიერი ოჯახის ან წარმატებული ადამიანისა. ფასადის მიღმა შესაძლოა არცთუ ისე სასიამოვნო სიმართლე იმალებოდეს - ყალბი ღიმილი, გრძნობები, ხელოვნური დეკორაციები...