ხშირად გამოგღვიძებიათ საშინელი სიზმრისგან? გაინტერესებთ, რას ნიშნავს სიზმრად ნანახი?
1. გაქცევა
ფსიქოლოგისა და სიზმრების სპეციალისტის, მაიკლ ლენოქსის სიტყვებით, გაქცევა (როცა გარბიხართ და მოგდევთ რაღაც ან ვიღაც და ვერ აღწევთ თავს) ასახავს თქვენს შიშსა და შფოთს რეალურ ცხოვრებაში.
2. შიშველი საზოგადოებაში
გეშინიათ, რომ გარშემო მყოფები, მაგალითად, კოლეგები მიხვდებიან, რომ არაკომპეტენტური ხართ.
3. მზადება გამოცდისთვის
სკოლის დამთავრებიდან ათეული წლებიც რომ იყოს გასული, ადამიანს ესიზმრება, თითქოს დაფასთან იძახებენ, გამოცდას აბარებს. სიზმარი მიუთითებს, რომ სამსახურში სერიოზულ ზეწოლას განიცდით.
4. ყველა კბილის დაკარგვა
ლენოქსის აზრით, ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ თავს დაუცველად გრძნობთ. კბილების დაკარგვა სიმბოლურად ნიშნავს, რომ ვერ იზრუნებთ საკუთარ თავზე, ვერ გამოკვებავთ მას, ვერ გაიღიმებთ და ვერ გამოხატავთ ღიმილსა და ბედნიერებას.
5. ჩამოვარდნა
ვერ გრძნობთ მხარდაჭერას, არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, დაკარგეთ კონტროლი საკუთარ თავზე.
6. სიკვდილთან სიახლოვე
საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და მარტოობა. ზოგჯერ ასეთი სიზმრის მნახველი ოფლში ცურავს. თუ სიზმარში ნახეთ, რომ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში იცნობთ, გარდაიცვალა, მის მიმართ დამოკიდებულება შეგეცვლებათ.
7. დაგვიანება თვითმფრინავზე, მატარებელზე
დედლაინზე მიუთითებს. ადამიანი ვერ ახერხებს საქმის თავის დროზე დასრულებას.
8. მანქანის ტარება
ცხოვრებაში გსურთ, თავად იყოთ საკუთარი ცხოვრების მმართველი, განმკარგავი.
წყარო: cosmopolitan