თქვენს სახლში ნაძვის ხე ახალი წლის დადგომამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე იდგმება? მანდარინის სურნელი მხოლოდ ახალი წლის ღამეს იგრძნობა?
შობას კი საერთოდაც არ აღნიშნავთ? იცით, ამით თქვენ ბედნიერებაზე ამბობთ უარს - წერს გამომცემლობა Delish-ი.
საახალწლო და საშობაო გაფორმებებს ბედნიერების მოტანა შეუძლია - გვირგვინები, ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, შუშხუნები და მთელი ეს ზიზილ-პიპილები.
ფსიქოანალიტიკოს სტივ მაკკეუნის თქმით, ადამიანებს უყვართ ნივთები, რომლებიც მათი ცხოვრების ბედნიერ მომენტებს უკავშირდება.
საშობაო სათამაშოები, მოსართობი ნივთები სწორედ ისაა, რაც ბავშვობასთან დაკავშირებულ, ძლიერ გრძნობებს იწვევს.
ფსიქოთერაპევტი ემი მორინი ამტკიცებს: დღესასწაულებთან დაკავშირებულ ნოსტალგიას თქვენს ცხოვრებაში მეტი პოზიტივის შემოტანა შეუძლია. განაგრძეთ კითხვა