ავსტრალიაში მდებარე უნივერსიტეტის, ფლინდერსის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ქალი სხვა ქალების გარემოცვაში ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე - მარტო ყოფნისას.
სამეცნიერო სტატია ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობა 64-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 51 ქალი იყო.
ექსპერიმენტში მონაწილეები ფოტოებზე ქალების სახეებს აკვირდებოდნენ. მათ აჩვენებდნენ ერთი და იმავე ადამიანის 2 სურათს. ერთ ფოტოზე ქალი მარტო პოზირებდა, მეორეზე კი - მეგობრებთან ერთად.
კვლევაში მონაწილეებს სთხოვდნენ, ქალების გარეგნობა 0-დან 100-მდე ნებისმიერი ქულით შეეფასებინათ იმის მიხედვით, რამდენად მომხიბვლელად მიიჩნევდნენ მას. გაირკვა, რომ ერთი და იგივე სახე ქალებს და კაცებს უფრო მეტად მომხიბვლელად მიაჩნდათ, როცა ის სხვა ადამიანებთან ერთად იყო გადაღებული. გაგრძელება