ადამიანის 14 ჩვევა, რომელიც საოცრად მოსწონთ გარშემომყოფებს
ადამიანის 14 ჩვევა, რომელიც საოცრად მოსწონთ გარშემომყოფებს
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ისე, რომ ერთნი ირგვლივ ყველას მოსწონს, თანაც ისე, რომ ისინი ამისათვის არაფერს განსაკუთრებულის არ აკეთებენ, ხოლო მეორენი, მიუხედვად დიდი ძალისხმევისა, ვერ მოიპოვებენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას?
პოპულარული ბესტსელერის - "იფიქრე და გამდიდრდი" - ავტორმა, ნაპოლეონ ჰილმა ჩამოაყალიბა ადამიანების 14 ჩვევა, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ გარშემომყოფები.
ისინი ქმნიან პოზიტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას და გარშემომყოფებსაც მუხტავენ ამით.
ბევრად მარტივია იყო ცინიკოსი და პესიმისტი. მაგრამ ასე კარგ რეპუტაციას ნამდვილად ვერ შეიქმნი. ხოლო პოზიტიური განწყობა, პირიქით, ეჭვგარეშეა, რომ მოგაპოვებინებს ადამიანთა კეთილგანწყობას.

ისინი ყოველთვის საუბრობენ
მეგობრული, კეთილგანწყობილი ტონით.


ასეთი ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულები არიან იმაში, რასაც ამბობენ. ამიტომაც მათი საუბარი, როგორც წესი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რაც ხმასაც სასიამოვნო ჟღერადობას სძენს.

ისინი ყურადღებით უსმენენ მოსაუბრეს.

ამაყი, მიკერძოებული და დამრიგებლური მანერით საუბარი – ეს შესანიშნავი საშუალებაა დააკმაყოფილო საკუთარი ეგო, მაგრამ მოჭრილი გზაა მათთვის, ვისაც სურს, მოეწონოს თანამოსაუბრეს და მისი მეგობრული განწყობა დაიმსახუროს.

მათ შეუძლიათ თავის კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში.


გადაჭარბებული ემოციური რეაქცია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ადამიანზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაიმახსოვრეთ, რომ ხშირად დუმილი ბევრად ეფექტურად აწვდის მოსაუბრეს ინფორმაციას, ვიდრე უარყოფითი ემოციებით დატვირთული სიტყვები.

ისინი მშვიდები არიან.

სიტყვებისა და ქმედებების ადგილის განსაზღვრა – ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც აფასებენ ადამიანებში.

ისინი თავისუფალნი და გახსნილები არიან.


ადამიანები, რომლებიც ჩაკეტილები არიან ახალი იდეებისთვის და მხოლოდ თანამოაზრეთა აზრს უჭერენ მხარს, ხელიდან უშვებენ იმის შანსს, რომ არა მხოლოდ გაიზარდონ პიროვნულად, არამედ პროფესიონალურადაც.

ისინი საუბრისას იღიმიან


ჰილი ამტკიცებს, რომ ამერიკის პერზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ყველაზე ძვირფასი საკუთრება იყო მისი არაჩვეულებრივი, მილიონ დოლარიანი ღიმილი. სწორედ ეს იყო ხშირად იმის მიზეზი, რომ თანამოსაუბრენი თავისდაუნებურად მასთან გახსნილები იყვნენ.

მათ იციან, რომ არ არის აუცილებელი გააჟღერო ყველა საკუთარი აზრი

ასეთმა ადამიანებმა იციან, რომ არ ღირს ადამიანებისთვის გულისტკენა შენი მოსაზრების თქმით, თუნდაც ეს მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს იყოს.

მათ არ უყვართ საქმის ნელა კეთება

ზოზინი და საქმის ნელა კეთება – ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ გეშინიათ მოქმედებების. რაც თავის მხრივ თქვენი არასაკმარისი ეფექტურობის მაჩვენებელია.

ისინი ყოველდღიურად მინიმუმ ერთ კეთილ საქმეს აკეთებენ


ასეთი ადამიანები ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერს ელიან.

ისინი არ წუწუნებენ წარუმატებლობაზე, წაგებაზე სწავლობენ


ადამიანებს უყვართ ისინი, ვისაც შეუძლია ღირსეულად მიიღოს და გადაიტანოს მარცხი. წარმატებული ადამიანები მადლობას უხდიან ბედს ცხოვრებისეული სიბრძნისთვის, რომელიც მათ წარუმატებლობამ და მარცხმა მიაღებინა.

ისინი თავის მოსაუბრეს ისე მიმართავენ, თითქოს მათთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს.

გარშემომყოფებისთვის გამორჩეულად სიმპათიურია ადამიანი, რომელიც ისე ურთიერთობს მეორე ადამიანთან, თითქოს სურს, რომ მთლიანად შეიცნოს ის. და ამიტომაც ყოველთვის აძლევენ იმისა საშუალებას, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი.

მათ შეუძლიათ გულწრფელად, პირფერობის გარეშე შეაქონ სხვა ადამიანი

ისინი არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ შეაქონ ადამიანები, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ქება ნამდვილად დამსახურებულია.

მათ ჰყავთ ადამიანი, რომელთა შენიშვნებსაც იზიარებენ


წარმატებული ადამიანებს თავი არ მოაქვთ იმისათვის, რომ სხვების კეთილგანწყობა მოიპოვონ. გარშემომფებს ისინი ისეთები მოსწონთ, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათი საიდუმლოებებიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე, საქციელსა და რეპუტაციაზე. ხოლო იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც მას უარყოფით მხარეებზე მიუთითებენ, ეხმარება მათ შეუჩერებლად გააგრძელონ პიროვნული ზრდის პროცესი.



კომენტარები (3)
ქეთი
გულღია და მშვიდი ერთროულად.... გამიჭირდება :)
duuuttt
ზუსტად ასეთი ვარ ე.ი კაი ვყოფილვარ, ურაააააა :))))))
ლინა
ეგ დეილ კარნეგის წიგნია "როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე" :))
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
კოლგოტის კოშმარი: 10 აზრი, რომელიც ყველა ქალს უჩნდება
13:02 / 18-11-2017
დარწმუნებულები ვართ, ასეთი აზრები თქვენც გაწუხებთ ხოლმე. გირჩევთ მათ იუმორით შეხედოთ... თუ კოლგოტი ჩაიცვით:
თუ ამ 3 ადგილას გაქვს ხალი, შენ ზებუნებრივი ნიჭით ხარ დაჯილდოებული
13:31 / 16-11-2017
ეზოთერიკოსები ადამიანის სხეულზე 3 ადგილს გამოყოფენ: თუ ამ ადგილებზე ხალი გაქვთ, ეს თქვენს პარანორმალურ ნიჭზე მეტყველებს!
როგორ გადავარჩინოთ ქორწინება და ავიცილოთ გაყრა, 10 ოქროს წესი
17:07 / 04-11-2017
ცოლ-ქმრის გაყრა თანამედროვე ქვეყანაში აღარავის უკვირს, მაგრამ, იქნებ ღირს შეინარჩუნოთ ოჯახი და არ შეუერთდეთ განქორწინებულ ქალთა არმიას... ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს ფსიქოლოგთან ერთად განვიხილავთ.
10 ფრაზა, რომელიც აიძულებს ყველას, თქვენი სჯეროდეს!
17:22 / 31-10-2017
წიგნის - "კარგად ნათქვამის" ავტორი დარლინ პრაისი ბიზნესმწვრთნელია. მან იცის, რომ სანამ რამეს იტყვით, გარშემო მყოფები თქვენ მიმართ ნდობით უნდა განაწყოთ. ამისათვის რამდენიმე მოკლე რჩევას გვთავაზობს.
7 პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ადამიანის დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებს
15:12 / 25-10-2017
"ინსტაგრამმა" და სხვა სოციალურმა ქსელებმა მოგვცა ძალაუფლება, შევიქმნათ ჩვენთვის სასურველი იმიჯი. ხშირად სოციალურ ქსელებში ვქმნით წარმოდგენას ლამაზ ცხოვრებაზე, რადგან რეალურ ცხოვრებაში თავს ბედნიერად არ ვგრძნობთ.
6 სიზმარი, რომელიც საფრთხეზე მიგვითითებს
12:17 / 21-10-2017
ზოგიერთი ადამიანი სიზმარს საერთოდ არ ხედავს, ზოგიც იშვიათად, ზოგს კი სიზმრებით აფრთხილებენ საშიშროებაზე. მაინც როგორ სიზმრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
რომელ თითზე უნდა ვატაროთ ბეჭედი, რომ მან ბედნიერება მოგვიტანოს
10:18 / 17-10-2017
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ბეჭედი თითზე ააქტიურებს შინაგან ენერგეტიკას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ბიოველში.
სიმდიდრის ნიშნები თქვენს სხეულზე: შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ისინი
13:46 / 15-10-2017
ეზოთერიკოსები და ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სხეულზე ხალები შემთხვევით არ ჩნდება და მათი მდებარეობის მიხედვით ადამიანს სიმდიდრს უწინასწარმეტყველებენ.
როგორ ცვლის თმის ფერი ქალის ცხოვრებას
12:38 / 13-10-2017
იმიჯი, კონკრეტულად კი, თმის ფერი, ფრთხილად უნდა შეიცვალოთ, რათა ცხოვრება კი არ გაიუარესოთ, არამედ უკეთესობისკენ შეცვალოთ. საინტერესოა, რა ცვლილებები შეუძლია მოგვიტანოს თმის ფერის რადიკალურად შეცვლას?
ვანგას ცნობილი შელოცვა ფულის მოსაზიდად: დაგჭირდებათ ქათმის 1 ცალი კვერცხი და 3 ცალი 10-თეთრიანი!
13:22 / 06-10-2017
ცნობილი ბულგარელი უსინათლო წინასწარმეტყველის, ვანგას შელოცვებსა და წინასწარმეტყველებებს მსოფლიოს უამრავი გავლენიანი ადამიანი ენდობოდა, რადგან მისი შელოცვები ნამდვილად მოქმედებდა, ხოლო მრავალი წინასწარმეტყველება ახდენილა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30