რა გელით 2018 წელს – საახალწლო წინასწარმატყველება
რა გელით 2018 წელს – საახალწლო წინასწარმატყველება
ყველა იმედით ვუყურებთ ახალი წლის დადგომას და ეს ასეც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა და არავინ ჩვენ მაგივრად არ განაგებს ჩვენს ბედს, მაინც გვჯერა, რომ უხილავი ძალა წინასწარ გვიმზადებს რაღაც განსაკუთრებულს.
გთავაზობთ ერთ-ერთ უძველეს საახალწლო წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, გელით თუ არა წარმატება ახალ, 2018 წელს. 

დახუჭეთ თვალები, ბრმად დაადეთ ხელი მოცემულ ცხრილში რომელიმე ციფრზე. ახლა კი წაიკითხეთ ამ ციფრის გასწვრივ დაწერილი წინასწარმეტყველება:


1. თქვენ წინაშეა სწორხაზოვანი გზა დასახული მიზნისკენ. ყველაფერი გამოგივათ, რაც ჩაიფიქრეთ.

2. საჭირო
ადამიანების ან ბედნიერ და წარმატებულ მოვლენათა განვითარების წყალობით, საწადელს მიაღწევთ.

3. წინაღობები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდება, შეაბრკოლებენ თქვენი გეგმების განხორციელებას.

4. იდეების რეალიზება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ გეყოფათ მოთმინება, ბოლომდე მიჰყვეთ დასახულ გზას – წარმატება შესაძლებელია.

5. გაიღრმავეთ ცოდნა – ყველაზე მეტად ახლა ეს გჭირდებათ.

6. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ დასახული მიზნისკენ. "შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო" – მოცემულ მომენტში ეს გამოთქმა თქვენთვის არის.

7. დროებითი სირთულეები და გამოცდა გელით. შეინარჩუნეთ ღირსება და არ დაკარგოთ თვალსაწიერიდან მიზანი.

8. მოვლენები თქვენ სასიკეთოდ ვითარდება. სულ ოდნავი თქვენი მონდომებაა საჭირო, რათა ყველა, თუნდაც მცირედი დაბრკოლება გადალახოთ.

9. მოთმინება იქონიეთ და ყველა საწადელს მიაღწევთ. ამ შემთხვევაში სიჩქარე დაუშვებელია.

10. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ. სხვისი დახმარება შესაძლოა "დათვური სამსახური" გამოდგეს.

11. მოგებული დარჩებით. სიურპრიზი იქნება თქვენთვის, რადგან ამას და ამ დროს არ მოელოდით.

12. სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნუ გადააჭარბებთ თქვენი ძალებისა და შესაძლებლობების შეფასებისას.

13. შესაძლოა, ძალების დაკარგვა და ნერვული დაძაბულობა იგრძნოთ. სურვილების ასრულება დროებით გადაიდება.

14. მშვიდად იყავით – ყველაფერი საჭირო დროს მოვა. მანამდე კი დაკავდით ყოფითი, ყოველდღიური საქმეებით.

15. ჯერჯერობით არ ღირს თქვენი გეგმების განხორციელების დაწყება. იძულებითი მარტოობა, ახლობლების ვერგაგება, თანამოაზრეების არყოფნა – ეს ყველაფერი დროებით თქვენი თანმდევი იქნება.

16. რაც და როცა მოგესურვებათ, ის აკეთეთ – ამის სრული უფლება გაქვთ. სპონტანური მოქმედებებისთვის შესაფერისი დროა.

17. ჩაუღრმავდით თქვენს გეგმებსა და მიზნებს – კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ, გჭირდებათ კი ეს ყველაფერი?

18. ჩიხში მოქცევის რისკია. მშვიდად შეიცადეთ და ზურგის ქარიც დაუბერავს.

19. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული წარმატება და ცხოვრების ახალ, მაღალ ეტაპზე გადასვლის შანსი. ცხოვრება გაძლევთ შანსს – მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ.

20.
ჰარმონია ურთიერთობაში ადამიანებთან და სამყაროსთან. გაეცით სიკეთე – და უკან დაგიბრუნდებათ.

21.
ცხოვრება გადაგიხაზავთ აქამდე დასახულ მიზნებს და ახალ, სულ სხვა ინტერესებსა და შესაძლებლობებს გამოგიწვდით.

22.
გადააბიჯეთ თქვენს ეგოიზმს და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ურთიერთთანამშრომლობა – უპირველეს ყოვლისა და იყავით დიპლომატიური და დამთმობი.

23.
ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ და როგორც ჩაიფიქრეთ. წარმატება სარგებლობას მოგიტანთ როგორც თქვენ, ასევე მათ, ვინც თქვენ გვერდით არის.

24.
იდეები, რომლებიც მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობდა, რეალურ შანსს მიიღებს, რათა განხორციელდეს.

25.
შეუთავსებელი იქნება თქვენი გეგმები და მათი რეალიზაციის ხერხები. ხელახლა გააანალიზეთ მისწრაფებები და დაისახეთ მეტად წარმატებული გზები მათ განსახორციელებლად.

26.
თქვენი ცხოვრება რაღაც პერიოდის განმავლობაში ოჯახის ინტერესებით იქნება შემოფარგლული. მშვიდად დაკავდით საოჯახო საქმეებით და ნუ ჩათვლით ამ დროს დაკარგულად. ოჯახის მიერ აღიარებული თქვენი ავტორიტეტი – არანაკლებ მნიშვნელოვანია.

27.
დააგროვეთ გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ წინ წაიწიოთ. შესაფერისი დროა, დაკავდეთ საკუთარი თავის სრულყოფით.

28.
ახალი, ოპტიმისტური შეხედულება გარემოს მიმართ დაგაძლევინებთ დაბრკოლებებს.

29.
წარმატებული ქმედებებისთვის საჭიროა დაალაგოთ მუდმივი კონტაქტები სხვა ადამიანებთან. თუ ძველი კავშირები აღარ მუშაობს, გააბით ახლები. ისწავლეთ მყარი საქმიანი და მეგობრული კავშირების შექმნა.

30.
ადამიანებთან ტაქტიკური მიდგომა მაქსიმალურ წარმატებას მოგიტანთ.

31.
ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანების რეალიზების დრო მოვიდა.

32
.  სასწრაფოდ უნდა მონახოთ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გზა და გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება. დროთა განმავლობაში შფოთვა და ფორიაქი უკან დარჩება.

33.
ამ პერიოდში მუხრუჭი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ უნდობლობა იქნება. უმოქმედობის დროა.

34.
იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები, იმაზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე წარმოგედგინათ.

35.
ძალიან ბევრი ურთიერთწინააღმდეგობაა. თუ მონოტონურად იმოქმედებთ მიზნის მიღწევისას, უკვე მიღწეულსაც დაკარგავთ.

36.
თქვენმა თავბრუდამხვევმა წარმატებამ შესაძლოა გარშემომყოფების შური გამოიწვიოს, თუმცა ჭორების იქით საქმე არ წავა.

37.
ყველა ხარჯი გააკონტროლეთ, თორემ ინანებთ ტყუილად გაფლანგული ფულის გამო.

38.
სურვილს ინიციატივა, ნებისყოფა და დამოუკიდებლობა დაუმატეთ და ყველაფერი, სულ ყველაფერი აუცილებლად აგისრულდებათ.

39.
თქვენთვის ძალიან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რომელსაც დიდი ხანია ელით.

40.
თქვენი გეგმები განხორციელდება დახარჯული დროისა და ენერგიის პირდაპირპროპორციულად.

41.
უნდა გამოიყენოთ შემოვლითი გზები და შეეცადოთ, არ დააჩქაროთ მოვლენები, თუ გსურთ, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ.

42.
გაურკვევლობის პერიოდია. მოიფიქრეთ ქმედებების კონკრეტული გეგმა და ეცადეთ, არ გადაუხვიოთ გზას.

43.
მსხვილი თანხის დახარჯვის ცდუნება გექნებათ. მიჰყევით საკუთარ ინსტინქტებს და არა სხვის რჩევებს.

44.
უახლოეს მომავალში არ გელით განსაკუთრებული ვნებათაღელვები. ყველაფერი გარკვეული გექნებათ და ყველა გეგმა განხორციელებული.

45.
დიდი სიხარულისა და სიურპრიზების დრო მოდის.

46.
სურვილები აგისრულდებათ, თუკი მოკრძალებული იქნებით თქვენს მოთხოვნილებებში.

47
. მოგზაურობა ან მივლინება თქვენს გეგმებში საჭირო კორექტივებს შეიტანს. სოციალურ კიბეზე სწრაფი აღმასვლის შანსი მოგეცემათ.

48.
ყველაფერს მიიღებთ თქვენი მონდომების, შრომისმოყვარეობის, დისციპლინისა და ბედის წყალობით.

49.
მიენდეთ ცხოვრებას, იცურეთ დინების მიმართულებით და მდინარე თავად მიგიყვანთ საჭირო ადგილას.

50.
ის, რაც აქამდე გაეჭვებდათ და გაშინებდათ, ახლა სასიკეთოდ მოგიბრუნდებათ.

51.
მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე მოელით. შესაძლოა, ამან ცოტათი დაგაბნიოთ.

52.
რეალობის თქვენეული აღქმა ცოტა მოძველებულია. ჯერჯერობით არ გაქვთ უნარი, დაინახოთ მოვლენების დაფარული მხარე.

53.
მთელი რიგი მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენები გელით.

54.
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შემოიჭრებიან, რომლებიც ერთგულ მეგობრებად ან კოლეგებად იქცევიან.

55.
ბედნიერი მოულოდნელობები და მატერიალური აღმასვლა გელით.

56.
თქვენი შესაძლებლობები და შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდება. მოსალოდნელია კარიერული აღმასვლა და მომგებიანი თანამშრომლობა.

57
. იმდენი საზრუნავი გექნებათ, რომ პრაქტიკულად, სხვა რამისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

58.
ქაოსი, რომელიც თქვენში დაისადგურებს, ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში.

59.
გამოიჩინეთ მოთმინება და ამტანობა, რამეთუ ძველი ურთიერთწინააღმდეგობები მაღლა ამოტივტივდება.

60.
ნუ გაუშვებთ მოცემულ შანსს თქვენი სისულელით ან საკუთარი ძალების მიმართ უნდობლობით.

61.
აგისრულდებათ თუ არა სურვილები, მხოლოდ თქვენს თვითდისციპლინაზეა დამოკიდებული. ჩამოწერეთ ქმედებების გეგმა და მიჰყევით გრაფიკს.

62.
შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან – ამის წყალობით ბევრ რამეზე სწორი შეხედულება
შეგექმნებათ.

63.
შეიცვალეთ და თქვენ ირგვლივ სამყაროც შეიცვლება.

64.
ზედმეტად დამოკიდებული იქნებით სხვა ადამიანებზე, განსაკუთრებით, მათზე, ვისაც თანამდებობა ან სხვა პრივილეგია აქვს.

65.
ამაო იქნება ინტრიგებით, ცდუნებებით, ფუჭი საუბრებითა და კამათით გამოწვეული თქვენი შფოთვა და ღელვა.

66.
მიენდეთ ბედს და ცხოვრების სვლას მისდიეთ. ნუ შეეწინააღმდეგებით დინებას.

67.
ტყუილად ხარჯავთ ბევრ დროსა და ენერგიას. შეეცადეთ, სწორად მიმართოთ თქვენი აქტიურობა.

68.
ორმხრივად განვითარდება მოვლენები. შეეცადეთ, სწორი ორიენტაცია გააკეთოთ.

69.
არსებობს იმის მიზეზი, რომ დაფიქრდეთ, როგორი ადამიანები არიან თქვენ ირგვლივ. ყურადღებით იყავით საქმიანობისას და არავის მოუყვეთ თქვენი გეგმებისა და მიღწევების შესახებ.

70
. ნუ ატყუებთ საკუთარ თავს: დარწმუნებული ხართ, რომ რაც ჩაიფიქრეთ, არავის მოუტანს ზიანს? თუ ამაში დარწმუნებული არ ხართ, შეცვალეთ მიზნები.

71.
საუკეთესო დროა თქვენი ავტორიტეტის გასამყარებლად. შესაძლოა, მიიღოთ ჯილდო ან დიდი ფულადი პრემია.

72.
თქვენს მიზნებს განხორციელება ნამდვილად უწერია, თუკი საკუთარ პასუხისმგებლობას სხვებს არ დააკისრებთ.

73.
დიდი და პატარა გამარჯვებების ალბათობა არსებობს. სიამოვნებით შეიგრძნობთ გამარჯვების გემოს.

74.
თქვენს ჩანაფიქრს ცოტა შანსი აქვს, ასრულდეს, რადგან სხვების სურვილებს ეწინააღმდეგება.

75.
თქვენი საქმეები მარტივად და სწრაფად, თქვენი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვის გარეშე გადაწყდება.

76.
ცვლილებები აუცილებლად შეარყევს ან სულაც გადაატრიალებს თქვენს ცხოვრებას. მოსალოდნელი მოვლენები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაგეხმარებათ. შინაგანი წინააღმდეგობები მარტივად გადაილახება.

77.
თქვენი საზრუნავი არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენსავე ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ ახალი ჰობი და გექნებათ ახალი, საინტერესო ნაცნობობა.

78.
მეტად მიენდეთ საკუთარი გულის კარნახს და ინტუიციას – ისინი სწორ გზას მიგასწავლიან დასახული მიზნისკენ.

79.
ცხოვრებისეული გამოცდისა და დანაკარგის პერიოდი გექნებათ. მოიკრიბეთ ნებისყოფა და გაუძელით დამანგრეველ ქარიშხალს.

80.
ძალიან სასიხარულო პერსპექტივები გელით. შთაგონებას იგრძნობთ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

81.
სიტუაცია სტაბილური იქნება. სწორ გზას ადგახართ. მიიყვანეთ თქვენი გეგმების განხორციელება ბოლომდე და დაისახეთ ახლები.

82.
თუკი თქვენი გონება და გული შეთანხმდებიან, ბევრს მიაღწევთ.

83.
ხანდახან ბედი ცდის ხოლმე მათ, ვისაც ყოველთვის მფარველობდა. თქვენი დროც მოვიდა.

84.
შეძლებთ მიიღოთ როგორც ერთჯერადი, ასევე გრძელვადიანი მოგება. თქვენი წარმატება მატერიალურ საქმეებშია.

85.
ხელში აიყვანეთ თავი და ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, მთლიანად მოგიცვათ – ეს არის მთავარი პირობა, წარმატებით დაასრულოთ თქვენი მიზნების განხორციელება.

86.
თქვენ წინაშე აქამდე უხილავი და მიუწვდომელი, ახალი პერსპექტივები და ჰოროზონტები გაიშლება.

87.
მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიღწეული წარმატება გელით. შედეგით თავადაც გაოცდებით, მაგრამ ძალიან გაგახარებთ.

88.
მტკიცედ, შეუპოვრად და ყოყმანის გარეშე იმოქმედეთ და უპირატესობა თქვენს მხარეზე იქნება.

89.
ილუზიების სამყაროში ცხოვრობთ და ოცნებებში ოქროს კოშკებს აგებთ, მაგრამ ბედს არ ყოფნის მასალა, რათა ისინი სინამდვილეში ააგოს.

90.
ნუ გავიწყდებათ, რომ თავისით არაფერი კარგი არ კეთდება. ასე რომ, დროა, ადგეთ დივნიდან/სკამიდან/სავარძლიდან და შექმნათ ეს კარგი საკუთარი ხელებით.

91.
თუ ხან ერთს, ხან მეორეს ლაპარაკობთ, ხოლო მესამეს ფიქრობთ – ამისგან არაფერი გამოვა.

92.
მოვლენები შეცდომაში შეგიყვანთ. გადაიტანეთ ყურადღება ცხოვრების ნათელი მხარეებისკენ.

93.
წარმატება ნაკლებმოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში თქვენგან სიდინჯე, გამძლეობა და მოთმინება იქნება საჭირო.

94.
სირთულეებს, რომლების გადალახვაც მოგიწევთ, სასიკეთო შედეგი ექნება.

95.
მოგება გელით და ახალი, კარგი მატერიალური პერსპექტივები.

96.
მეტი დრო უნდა გამონახოთ დასვენებისთვის. თავს უფლება მიეცით, დროებით დაივიწყოთ საქმეები. ეს დაგეხმარებათ, მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და დაისუფთავოთ აზრები.

97.
რაღაც პერიოდის განმავლობაში თქევნი სურვილები და მიზნები თქვენში ინტერესს დაკარგავს და მოგეცემათ ახალი შემოქმედებითი ზრდის შესაძლებლობები.

98.
წარმატება ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც ისწავლეთ დიპლომატიურობა და ტაქტიკურობა.

99.
მოულოდნელი მოვლენები ხელს შეუშლის ამ ეტაპზე დასახული მიზნების განხორციელებას.

100.
ბედი. ხვედრი, ღვთის ნება. რაღაც მიზეზებით თქვენთვის ინფორმაცია დახურულია.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი. მათთან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ურთიერთობა!
15:22 / 06-12-2017
12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის.
ხერხები, რომლებიც ფულს იზიდავს! ნამდვილად არ მაწყენდა ამის ცოდნა...
11:36 / 04-12-2017
ხანდახან ძნელია რაიმის დაჯერება, განსაკუთრებით, როდესაც მას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, მათი მოქმედება არ მცირდება.
რაზე მეტყველებს ადამიანის სახელის პირველი ასო - გაიგეთ, როგორი ხართ სინამდვილეში
15:00 / 30-11-2017
ა - ლიდერი, ინიციატორი, ბავშვობიდან დამოუკიდებელი, აქტიური, ამბიციური.
ეს შენ! როგორ უნდა აარჩიოთ და აჩუქოთ საჩუქარი
14:44 / 29-11-2017
...რომ უფრო მეტი სიხარული მოიტანოს მან!
10 რამ, რაც ხასიათს 30 წამში გამოგიკეთებთ
11:20 / 26-11-2017
ხანდახან ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგებით. ცუდი ამინდი, ვიღაცის მზერა ან უბრალოდ, დაღლილობა... გსურთ, გამოიკეთოთ ხასიათი? პირდაპირ ახლა, ყოველგვარ მიზეზს გარეშე?
რაც უფრო ადრე შეუდგებით სახლის მორთვას საახალწლოდ, მით უფრო ბედნიერი წელი იქნება - აი, რატომ
18:13 / 23-11-2017
თქვენს სახლში ნაძვის ხე ახალი წლის დადგომამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე იდგმება? მანდარინის სურნელი მხოლოდ ახალი წლის ღამეს იგრძნობა?
14 მეთოდი, გახდე უკეთესი ადამიანი 2018 წელს
13:19 / 23-11-2017
ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყება – საუკეთესო იდეაა. მაინც რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 2018 წელს უკეთესად ვიცხოვროთ?
10 მიზეზი იმისა, რომ დღეში მინიმუმ 8-ჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს
13:08 / 23-11-2017
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის ჩახუტების და ამგვარად ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვის დადებით თვისებებზე. ჩახუტების საერთაშორისო დღეც კი დაწესდა. ადამიანები აწყობენ ერთგვარ ფლეშმობებს, დგებიან ქუჩაში და გამვლელებს ჩახუტებისკენ მოუწოდებენ.
დეპრესიის სამკურნალო ფილმების ათეული
20:12 / 20-11-2017
თუ შავი მელანქოლიით ხარ შეპყრობილი და გრძნობ, რომ დეპრესია გიახლოვდება – კეთილი და სასაცილო ფილმები ვერ დაგეხმარებათ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31