15 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ოქტომბერში, ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალოთ
15 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ოქტომბერში, ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალოთ
სულ რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ამ ცვლილებების შედეგი კი სიამოვნებას მოგიტანთ და ცხოვრებას ბევრად გაგიმარტივებთ.

ისწავლეთ წვრილმანებით ტკბობა
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ხდება პატარა სასიამოვნო მოვლენები, თუმცა ყველა ვერ ამჩნევს მათ. იყავით ყურადღებით და ისწავლეთ მარტივი რამეებით ტკბობა. სწორედ ასეთი წვრილმანებისგან ფორმირდება ბედნიერება.

ერიდეთ ტყუილს
ნებისმიერი ტყუილი წარმოშობს ახალ ტყუილს და ცხოვრება სიცრუის ოკეანეში იძირება. ადამიანებთან ურთიერთობა გულწრფელი და მარტივი რომ იყოს, ნუ მოიტყუებით სასიკეთოდაც კი. გახსოვდეთ, ნებისმიერი სიმართლე გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან თქვენს ტყუილზე და შეინარჩუნებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობებს.

გათავისუფლდით ვალებისგან
როდესაც ფინანსური პრობლემები გაქვთ, უმეტეს შემთხვევაში იღებთ ვალებს. თუმცა, ეს გამძიმებთ და ხასიათს გიფუჭებთ. ამიტომ ეცადეთ, ნაკლებად აიღოთ ვალი და თუ ასეთი საჭიროება დადგა, მალევე დააბრუნოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ვალი აფუჭებს ურთიერთობებს და გართმევთ დადებით ენერგიას.

ისწავლეთ ადამიანების გაშვება ცხოვრებიდან
როგორ მწარედაც უნდა ჟღერდეს, ხანდახან ადამიანები ისევე იოლად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც გაჩნდნენ. დაიმახსოვრეთ: შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. გაუშვით ის, ვინც არიდებს თქვენთან ურთიერთობას თავს.

დაიწყეთ დილა ღიმილით
თუნდაც მძიმე დღე გელოდეთ, ამინდი კი საძაგელი იყოს, ეცადეთ, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით ყოველ დილით და გაიღიმოთ. ამგვარად, დღე სწრაფად გაივლის და ჯილდოდ კარგი განწყობა გერგებათ.

დატკბით მარტოობით
შესაძლოა, ბევრს ეს პუნქტი ნეგატიურად მოეჩვენოს, მაგრამ მიიჩნევა, რომ დღეში თუნდაც 1 საათი საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩე. დაუთმეთ ეს დრო თვითანალიზს, იფიქრეთ გეგმებზე და დაკავდით საყვარელი საქმით.

ეცადეთ, იყოთ უფრო უბრალო
რა თქმა უნდა, იდუმალება და უნიკალურობა ეხმარება ადამიანს, გამოირჩეოდეს მასისგან, მაგრამ ნუ მოგივათ მეტისმეტი. სხვაგვარად გარშემომყოფები მიიჩნევენ, რომ ქედმაღალი ხართ. იყავით უბრალო, რათა ადამიანებს ბარიერები არ შეექმნათ თქვენთან ურთიერთობაში.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე
ჯანმრთელობის დაზიანებით, ავნებთ თქვენს ცხოვრებას. კარგად რომ იგრძნოთ თავი, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და ეცადეთ, დრო მაქსიმალური სარგებლით გამოიყენოთ.

შეუპოვრობა - ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა

ცხოვრებაში რაიმეს რომ მიაღწიო, ძალისხმევაა საჭირო. ნუ ჩაიქნევთ ხელებს წარუმატებლობის შემთხვევაში: მიჰყევით მიზანს და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.

თქვენ ის ხართ, რასაც ჭამთ
ნუ დაივიწყებთ, რომ კვება ადამიანს ახასიათებს. სწრაფი ხემსები, მავნე საკვები, გვიანი ვახშამი - გახასიათებთ, როგორც დაუდევარ ადამიანს, რომელიც არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. იკვებეთ სწორად, რათა თავი კარგად იგრძნოთ და გარეგნულადაც ჯანსაღად გამოიყურებოდეთ.

იმოგზაურეთ
ბევრისთვის მოგზაურობა ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა ეს მხოლოდ სტერეოტიპია. უახლოეს ქალაქებში ვიზიტიც კი გამოგიკეთებთ განწყობას და დიდ თანხებსაც არ მოითხოვს.

უთხარით საკუთარ თავს კომპლიმენტები
ყოველ დილას, სარკესთან, უთხარით საკუთარ თავს თბილი სიტყვები. ეს მარტივი პუნქტი დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში და თავდაჯერებულობას შეგძენთ.

ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების
ყოველი დაშვებული შეცდომა გვეხმარება გავიგოთ პრაქტიკაზე, თუ რა გავაკეთეთ არასწორად. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, მთავარია, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ.

ნუ განსჯით სხვებს

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა განსჯის საგანი. ეს დისკომფორტს ქმნის და ხასიათს გვიფუჭებს. ნუ განსჯით სხვებს, მოახდინეთ აბსტრაგირება საზოგადოებისგან, რომელიც გარშემომყოფებს ჭორავს. ასეთი ადამიანები გართმევენ შინაგან ენერგიას და აფუჭებენ განწყობას.

იყავით მომთხოვნი საკუთარი თავისადმი
გიყვარდეთ საკუთარი თავი, მაგრამ
ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკეთესობისკენ მისწრაფება გაქცევთ თვითკმარ ადამიანად. გააანალიზეთ, რისი გაუმჯობესება გსურთ თქვენში და თქვენ გარემოში, შეიქმენით იდეალური ცხოვრების მოდელი და მოსთხოვეთ თავს საუკეთესო შედეგები. ამგვარად, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით და მიღებული შედეგები სიამოვნებას მოგანიჭებთ.


ასევე იხილეთ:
7 რამ, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
7 რამ, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:21 / 10-10-2017
მორიელის ნიშანი მოწყალეა ძლიერი ნებისყოფის ადამიანების მიმართ, რომლებიც არასოდეს ნებდებიან.
13:52 / 07-10-2017
მეტეოდამოკიდებული ადამიანები განსაკუთრებულად განიცდიან მაგნიტურ დღეებს. იცოდეთ, როდის დგება ასეთი დღეები, რათა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.
13:55 / 05-09-2017
თუნდაც თქვენი საბანკო ანგარიში გზღუდავდეთ, შეგიძლიათ არ გამოხვიდეთ ბიუჯეტის ჩარჩოებიდან, როცა გართობას გეგმავთ. თქვენ წინაშეა 7 ხელმისაწვდომი და ამავდროულად, საოცარი რამ, რომლებიც ამ შემოდგომაზე მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ:
12:33 / 04-08-2017
ამ ჩვევებისგან გათავისუფლება, ენერგიის უდიდეს წყაროს მოგვცემს და წარმატებაც არ დააყოვნებს. მაშ ასე, რა არ უნდა გავაკეთოთ, თუკი გვსურს, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ.
10:15 / 03-08-2017
დავიწყო დიეტა, თავი დავანებო მოწევას (თუკი ვეწევი), დავიწყო ვარჯიში – ყველამ კარგად ვიცით ამ გლობალური ცვლილებების ფასი.
ცხოვრებისეული სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე გრძელი გზის დაწყებაც კი უფრო მარტივია მოკლე ნაბიჯებით.
14:21 / 21-07-2017
რიჩარდ გირს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ ახლახანს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს ემოციების ტალღა მოჰყვა.
16:15 / 05-07-2017
ამ ისტორიას ჩემი მეგობრის ნებართვით გიყვებით. ის ძალიან კარგი, თბილი, ყოჩაღი და ხალისიანი გოგოა, ოღონდ ხანდახან დიდი და წყლიანი თვალები ჩუმი სევდით ევსება... ჩემი მეგობარი ე. წ. მარტოხელა დედაა...
13:58 / 10-03-2017
რაღაც ძალიან, ძალიან მეწყინა... არა, კი არ მეწყინა, მეტკინა... თანაც ისე ყრუდ და მტანჯველად, რომ კინაღამ ღრიალი დავიწყე... უცებვე მივხვდი, თავი ხელში უნდა ამეყვანა და მიმეღო ყველაფერი ისე, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, როგორც მძიმე დაბრკოლება, რომელიც თუნდაც საკუთარი ღირსების გამო უნდა გადალახო...
14:37 / 25-11-2016
ადამიანებს სურთ, რომ მუდამ მისიანი იყოთ, მუდამ დინებას მიჰყვებოდეთ და იღებდეთ ყველაფერს ისე, როგორიც არის. შესაძლოა, ცხოვრების ზოგიერთ სფეროში ასეც არის საჭირო, მაგრამ ყველაფერში - ნამდვილად არა.
12:26 / 11-10-2016
შემოდგომა - წელიწადის ის შესანიშნავი დროა, როდესაც სურვილი გიჩნდება, შეიფუთო თბილ ტანსაცმელში, სასიამოვნო საუბრები გააბა და იოცნებო თავგადასავლებზე.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მზერით გაარკვიეთ მოსწონხართ თუ არა ადამიანს
12:35 / 24-09-2017
უელსის უნივერსიტეტში სერიოზული კვლევა ჩატარდა ერთი შეხედვით უბრალო თემაზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, თურმე მზერა ბევრ საიდუმლოს გასცემს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31