სულ რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ამ ცვლილებების შედეგი კი სიამოვნებას მოგიტანთ და ცხოვრებას ბევრად გაგიმარტივებთ.
ისწავლეთ წვრილმანებით ტკბობა
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ხდება პატარა სასიამოვნო მოვლენები, თუმცა ყველა ვერ ამჩნევს მათ. იყავით ყურადღებით და ისწავლეთ მარტივი რამეებით ტკბობა. სწორედ ასეთი წვრილმანებისგან ფორმირდება ბედნიერება.
ერიდეთ ტყუილს
ნებისმიერი ტყუილი წარმოშობს ახალ ტყუილს და ცხოვრება სიცრუის ოკეანეში იძირება. ადამიანებთან ურთიერთობა გულწრფელი და მარტივი რომ იყოს, ნუ მოიტყუებით სასიკეთოდაც კი. გახსოვდეთ, ნებისმიერი სიმართლე გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან თქვენს ტყუილზე და შეინარჩუნებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობებს.
გათავისუფლდით ვალებისგან
როდესაც ფინანსური პრობლემები გაქვთ, უმეტეს შემთხვევაში იღებთ ვალებს. თუმცა, ეს გამძიმებთ და ხასიათს გიფუჭებთ. ამიტომ ეცადეთ, ნაკლებად აიღოთ ვალი და თუ ასეთი საჭიროება დადგა, მალევე დააბრუნოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ვალი აფუჭებს ურთიერთობებს და გართმევთ დადებით ენერგიას.
ისწავლეთ ადამიანების გაშვება ცხოვრებიდან
როგორ მწარედაც უნდა ჟღერდეს, ხანდახან ადამიანები ისევე იოლად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც გაჩნდნენ. დაიმახსოვრეთ: შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. გაუშვით ის, ვინც არიდებს თქვენთან ურთიერთობას თავს.
დაიწყეთ დილა ღიმილით
თუნდაც მძიმე დღე გელოდეთ, ამინდი კი საძაგელი იყოს, ეცადეთ, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით ყოველ დილით და გაიღიმოთ. ამგვარად, დღე სწრაფად გაივლის და ჯილდოდ კარგი განწყობა გერგებათ.
დატკბით მარტოობით
შესაძლოა, ბევრს ეს პუნქტი ნეგატიურად მოეჩვენოს, მაგრამ მიიჩნევა, რომ დღეში თუნდაც 1 საათი საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩე. დაუთმეთ ეს დრო თვითანალიზს, იფიქრეთ გეგმებზე და დაკავდით საყვარელი საქმით.
ეცადეთ, იყოთ უფრო უბრალო
რა თქმა უნდა, იდუმალება და უნიკალურობა ეხმარება ადამიანს, გამოირჩეოდეს მასისგან, მაგრამ ნუ მოგივათ მეტისმეტი. სხვაგვარად გარშემომყოფები მიიჩნევენ, რომ ქედმაღალი ხართ. იყავით უბრალო, რათა ადამიანებს ბარიერები არ შეექმნათ თქვენთან ურთიერთობაში.
უარი თქვით მავნე ჩვევებზე
ჯანმრთელობის დაზიანებით, ავნებთ თქვენს ცხოვრებას. კარგად რომ იგრძნოთ თავი, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და ეცადეთ, დრო მაქსიმალური სარგებლით გამოიყენოთ.
შეუპოვრობა - ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა
ცხოვრებაში რაიმეს რომ მიაღწიო, ძალისხმევაა საჭირო. ნუ ჩაიქნევთ ხელებს წარუმატებლობის შემთხვევაში: მიჰყევით მიზანს და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.
თქვენ ის ხართ, რასაც ჭამთ
ნუ დაივიწყებთ, რომ კვება ადამიანს ახასიათებს. სწრაფი ხემსები, მავნე საკვები, გვიანი ვახშამი - გახასიათებთ, როგორც დაუდევარ ადამიანს, რომელიც არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. იკვებეთ სწორად, რათა თავი კარგად იგრძნოთ და გარეგნულადაც ჯანსაღად გამოიყურებოდეთ.
იმოგზაურეთ
ბევრისთვის მოგზაურობა ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა ეს მხოლოდ სტერეოტიპია. უახლოეს ქალაქებში ვიზიტიც კი გამოგიკეთებთ განწყობას და დიდ თანხებსაც არ მოითხოვს.
უთხარით საკუთარ თავს კომპლიმენტები
ყოველ დილას, სარკესთან, უთხარით საკუთარ თავს თბილი სიტყვები. ეს მარტივი პუნქტი დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში და თავდაჯერებულობას შეგძენთ.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების
ყოველი დაშვებული შეცდომა გვეხმარება გავიგოთ პრაქტიკაზე, თუ რა გავაკეთეთ არასწორად. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, მთავარია, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ.
ნუ განსჯით სხვებს
ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა განსჯის საგანი. ეს დისკომფორტს ქმნის და ხასიათს გვიფუჭებს. ნუ განსჯით სხვებს, მოახდინეთ აბსტრაგირება საზოგადოებისგან, რომელიც გარშემომყოფებს ჭორავს. ასეთი ადამიანები გართმევენ შინაგან ენერგიას და აფუჭებენ განწყობას.
იყავით მომთხოვნი საკუთარი თავისადმი
გიყვარდეთ საკუთარი თავი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკეთესობისკენ მისწრაფება გაქცევთ თვითკმარ ადამიანად. გააანალიზეთ, რისი გაუმჯობესება გსურთ თქვენში და თქვენ გარემოში, შეიქმენით იდეალური ცხოვრების მოდელი და მოსთხოვეთ თავს საუკეთესო შედეგები. ამგვარად, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით და მიღებული შედეგები სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ასევე იხილეთ: