ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ, შეუძლებელია სხეულის პირვანდელი ფორმის დაბრუნება, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთები ამასაც ახერხებენ.
მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვიქტორია ბეჰქემი ზუსტად ისეთ იდეალურ ფორმაში მოგვევლინა, როგორშიც ორსულობამდე იყო. ამის მიზეზად ყოფილი მომღერალი იმ დიეტას ასახელებს, რომლის საშუალებითაც იდალური ფორმები დაიბრუნა.
დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ვიქტორია დღეში სხვადასხვა პროდუქტს უმცირესი რაოდენობით იღებდა. ვიქტორიამ ასავე აიკრძალა შაქარისა და მარილის გამოყენება. მის რაციონში კი იყო - ორაგული, კრევეტები, წიწაკა, სუში, ომლეტი, თხილი და დიდი რაოდენობით ბოსტნეული.
ამას გარდა, ვიქტორია დიდ დროს უთმობს ფიზიკურ დატვირთვასაც. იგი აქტიურად ასრულებდა სპეციალურად ახალბედა დედებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა.