როგორ დავიკლოთ წყლის მეშვეობით და აკრძალვების გარეშე – marao.ge-ს რედაქტორის ექსპერიმენტი!

როგორ დავიკლოთ წყლის მეშვეობით და აკრძალვების გარეშე  – marao.ge-ს რედაქტორის ექსპერიმენტი!
თქვენს წინაშეა დიეტა, რომელიც ნამდვილად დატესტილია და 100 %-ით შედეგიანი. ხუმრობით რედაქციის დიეტასაც ვეძახით, რადგან ამ მეთოდით არაერთმა ჩვენმა კოლეგამ დაიკლო წონაში.

მეთოდი კი უმარტივესია და რაც მთავარია, ფაქტობრივად არაფერს გიკრძალავთ – საჭიროა, ჭამის წინ დალიოთ 2 ჭიქა წყალი და არ დალიოთ ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არანაირი სასმელი და არ ჭამოთ არაფერი.

დაიმახსოვრეთ, 2 ჭიქა წყალი და არა ნაკლები! წყლის დალევიდან 15-20 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ. ამის შემდეგ კი, არ უნდა დალიოთ წყალი, ჩაი ან
ყავა 2 საათის განმავლობაში. შუალედებში წახემსებისგანაც შეიკავეთ თავი.

თქვენი ყოველდღიური მენიუ დაახლოებით ასეთი იქნება:


საუზმე:
- 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში ისაუზმეთ, რითაც გინდათ;
- საუზმის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის განმავლობაში.

სადილი:
- დალიეთ 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში ისადილეთ, რითაც გინდათ;
- სადილის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის მანძილზე;

ვახშამი:
- 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში მიირთვით, რაც გინდათ;
- ვახშმის შემდეგ 2 საათი არ სვამთ არაფერს;

ეს მარტივი და სასარგებლო მეთოდი ჯანმრთელად და უმტკივნეულოდ დაგაკლებინებთ წონაში, რაც მთავარია, გარანტირებულად!  

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 59 /
ნიცა
და რაიმე რომ შევზღუდო უკეთესი შედეგი არ მექნება?აი პური რომ ამლვიღო რაციონიდან ან რომ შევზღყდო ტკბილეული
10:36 / 28-11-2018
გამოხმაურება / 0 /
ირინე
საუზმესა და ვახშამზე ყავას ან ჩაის რომ ვსვამ წყლის დალევის შემდეგ არ შეიძლება?
20:11 / 05-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93