ჩვენს პორტალზე, გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე რეიტინგულად განყოფილება "დიეტები" ითვლება. როგორც ჩანს, ბევრი ქალისთვის ყველაზე მტკივნეული თემა - წონაა. მაგრამ მოდი, ამ პრობლემას ცოტათი ირონიით და ცოტათი იუმორით მივუდგეთ...
ეს გიფები ნამდვილად გამოგისწორებთ ხასიათს, მაშინაც კი, თუკი დიეტისგან დეპრესიაში ჩავარდით:
ერთხელაც ზიხარ ტელევიზორთან ...
და რას ხედავ!
უცებ ხვდები, რომ მსუქანი ხარ!
ძალიან მსუქანი!
ძალიან, ძალიან მსუქანი!!!
ისეთი, რომ ფეხის აწევაც კი მიჭირს!
ვაიმეეე!! რაღა ვქნა!!
ხვალიდანვე ვიწყებ დიეტას და ვარჯიშს!!
და სირბილს!
ჩოგბურთზეც ვივლი!
მანამდე კი ყველაფერს შევჭამ!
ერთხელაც ძილის წინ. საბოლოოდ! ხვალიდან კი არავითარ შემთხვევაში!
დილიდან ფრთებშესხმული ვიწყებ ვარჯიშს
საუზმეზე მხოლოდ შვრიის ფაფა?! უმარილო და უშაქრო? არა, გმადლობთ, არ მშია!
სამსახურში კი თანამშრომლის დაბადების დღეს აღნიშნავენ...
არა, გმადლობთ! მე დიეტაზე ვარ, სალათის ფურცლებს მივირთმევ!..
...და რძეს
ყველა ჩემი თანამშრომელი ასეთია...
არ ხარ მსუქანი, მოეშვი!
საღამოს 6-ის მერე იწყენ, გშია..მაგრამ 6-ის მერე ჭამა?? ნურას უკაცრავად!
მთელი დღე იწვალე, მუცელი კი ადგილზეა... წადი, წადი, წყეულო!!
ჯობია დავიძინო. და რა მესიზმრება? რა თქმა უნდა...!
მეორე დღის დილის ვარჯიში. უკვე ისეთი ენთუზიაზმით ვერა...
საუზმე? ისევ შვრიის ფაფა?! უმარილო და უშაქრო? მინდა!
სამსახურში კი ისევ ყველა ჭამს... ყველა!! ალბათ როგორი გემრიელია...
კოლეგა: "გინდა?! თუ შენ ისევ დიეტობ?!"
არააა!!! იყოს, მე სტაფილო მაქვს!!
შიმშილისგან მოლანდებები მეწყება, ტანსაცმლის მაღაზიაშიც კი საჭმელი მეჩვენება
დაბოლოს, ნერვები ვეღარ უძლებს ამდენს
კიდევ ცოტაც! მაინც უკვე სულერთია!
უნდა გამოვტყდე, საჭმელი ადამიანებზე მეტად მიყვარს, განსაკუთრებით, დიეტის დროს
ამ დროს კი პატარა, საძაგელი ჭია შიგნიდან გღრღნის: "შენ ხომ მსუქანი ხარ!!!"
ავტორი: დუდანა ზაქარაია