ამერიკელმა დიეტოლოგმა ჰეილი პომროიმ სახელი მას მერე გაითქვა, რაც რობერტ დაუნი-უმცროსს "რკინის ადამიანის" გადაღებებისთვის წონაში საგრძნობლად დააკლებინა, ხოლო ჯეილოს – American Idol-ისთვის ფორმაში სწრაფად ჩადგომაში დაეხმარა.
ექიმმა პომროიმ შეიმუშავა კვების სისტემა, რომელსაც თავად ასე უწოდა: "დიეტა მათთვის, ვინც ვერ შეძლო შესაფერისი დიეტის მოძებნა". ეს გენიალურია!
ჰეილი პომროის დიეტის 5 ძირითადი პრინციპი:
*დადებითი განწყობა, სტრესის მინიმუმამდე დაყვანა;
*უარი არ ვთქვათ იმ საკვებზე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს;
*უარი ვთქვათ კვების ყველა მკაცრ და დაუნდობელ წესზე;
*არ ვითვალოთ კალორიები;
*არ ვიშიმშილოთ.
საკვების მიღების მიახლოებული გრაფიკი:
(მერცხლებისთვის – ნახევარი საათით ადრე, ჭოტებისთვის – 2 საათით გვიან)
დილით ადგომა: 7:00 საათზე;
საუზმე: 7:30 საათზე;
წახემსება: 10:00 საათზე;
სადილი: 13:00 საათზე;
წახემსება: 16:00 საათზე;
ვახშამი: 19:30 საათზე.
დიეტა 4 კვირას გრძელდება და მინიმუმ 10 კილოგრამის დაკლებას გვპირდება.
დავიწყეთ!
ორშაბათი და სამშაბათი
საუზმე: ბურღულეული და ხილი;
წახემსება: ხილი;
სადილი: ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი საკვები;
წახემსება: ხილი;
ვახშამი: ბურღულეული და ხილი.
მნიშვნელოვანია, რომ საკვების ძირითადი მიღებისას (საუზმე, სადილი, ვახშამი) ულუფა არ აღემატებოდეს 300 გრამს, ხოლო წახემსებების დროს – 150 გრამს.
ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი
საუზმე: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული;
წახემსება: ცილოვანი საკვები;
სადილი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული;
წახემსება: ცილოვანი საკვები;
ვახშამი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული
დიეტის ეს ფაზა მიმართულია უკვე ფორმირებული ცხიმოვანი ფენების დასაშლელად. მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე გავზარდოდ სითხის მიღება, კერძოდ კი, დავლიოთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი.
შაბათი და კვირა
საუზმე: ცილა, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები;
წახემსება: ბოსტნეული, სასარგელო ცხიმები, ცილა;
სადილი: ცილა, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები;
წახემსება: ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ცილა.
ვახშამი: ცილა, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები.
წინა 4 დღის განმავლობაში ორგანიზმმა საკუთარი მარაგიდან დახარჯა ცხიმი. ახლა კი საჭიროა, მოვამარაგოთ ის სასარგებლო ცხიმით, რაც საოცრად აჩქარებს (თითქმის ორჯერ მეტად) ნივთიერებათა ცვლას. ძალიან კარგი იქნება, თუკი რაციონში ზეითუნის ზეთს, სახლში გაკეთებულ მაიონეზს, კვერცხსა და ავოკადოს ჩართავთ.
დიახ, ეს მართლაც ასე მარტივია!
რაციონიდან მთლიანად უნდა გამორიცხოთ მხოლოდ შაქარი, კოფეინი და მარილი.