როგორ იკლებენ წონაში ვარსკვლავები დღესასწაულის შემდეგ - ცილოვანი რაციონი და პილატესი
როგორ იკლებენ წონაში ვარსკვლავები დღესასწაულის შემდეგ - ცილოვანი რაციონი და პილატესი
წონაში დაკლების საიდუმლოებებს ვერა ბრეჟნევა, გვინეტ პელტროუ და სკარლეტ იოჰანსონი გვიმხელენ.

ცილოვანი რაციონი და პილატესი

ქართველების რძალი - ვერა ბრეჟნევა, გულწრფელად აღიარებს, რომ დღესასწაულების შემდეგ წონაში იმატებს და დიდი ძალისხმევა სჭირდება ფორმაში ჩასადგომად. მომღერალი და მსახიობი პილატესს ვარჯიშობს, რომელიც კუნთების გამაგრებაში და ცხიმის კონკრეტული ადგილებიდან მოცილებაში ეხმარება.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კვებას. რაციონი გამდიდრებული აქვს ჯანსაღი პროდუქტებით: კვერცხი, ფაფა, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი და ქათამი. ტკბილეულსა და ალკოჰოლზე კი უარს ამბობს.

ვერა წახემსების წინააღმდეგია. სასუსნავების ნაცვლად იგი წყალს
სვამს, მაგრამ მასაც გრაფიკით: ჭამიდან 45 წუთის შემდეგ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

არა მარტო გახდომა, არამედ გაწმენდაც

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ გახდომის მსურველებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ორგანიზმის გაწმენდას ურჩევს.

საუზმეზე ხილისა და მწვანილის კოქტეილს მიირთმევს, სადილზე - წვნიანს. ვარსკვლავის არჩევანია გოგრა. წასახემსებლად ბრინჯის ორცხობილა აქვს, რომელსაც ნუშის პასტას უსვამს. მას თავად ამზადებს: წინა დღით წყალში დამბალ და კანგაცლილ ნუშს აბლენდერებს და ცოტა მარილს ამატებს. ვახშამზე ქათმის ფილეს მიირთმევს, რომელსაც გრილზე ამზადებს. გარნირად აქვს მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა. ქათმის ჩანაცვლება თევზით შეგიძლიათ.

დიეტის დროს გვინეტს რაციონიდან ამოღებული აქვს: კოფეინი, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და კარტოფილი.

კვება კი არა, უმოძრაობაა საშიში

სკარლეტ იოჰანსონი არც დღესასწაულების დროს გვირჩევს ვარჯიშის დავიწყებას. მისი აზრით, თუ საკვებს გადამეტებულად ჭამთ, ფიზიკური დატვირთვაც უნდა გააორმაგოთ.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჰერკულესის დიეტა, რომელიც ნებისმიერ კაცს ანანებს თქვენს დაკარგვას
12:29 / 18-11-2017
არ ვიცი თავაზიანი ლაპარაკის მანევრის, განსაკუთრებული ქარიზმის, თუ უბრალოდ აურის დამსახურებაა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩემთან საერთო ენის გამონახვა უჭირდეს და ბევრი არიან ისეთები, რომლებიც ზედმეტად პირადულ თემებზეც თავიანთი ინიციატივით მიამბობენ.
შავი ბოლოკის დიეტა
15:16 / 13-11-2017
დღეს თითქმის აღარ კამათობენ იმის შესახებ, რომ დაავადებათა უმრავლესობა ორგანიზმის დაბინძურების ბრალია.
ვიკლებთ წონაში ზოდიაქოს დახმარებით: რომელი დიეტა მოგიხდებათ ჰოროსკოპის მიხედვით
11:33 / 13-11-2017
წონის კორექციის პრობლემა ძალზე ბევრი ადამიანისთვისაა აქტუალური, ეს არახალი ამბავია.
სიმაღლეში გასაზრდელად ნარინჯისფერი ბოსტნეული მიირთვით
11:58 / 01-11-2017
იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული - გოგრა, სტაფილო, ტკბილი ბულგარული წიწაკა - ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
წიწიბურა + კეფირი = დუეტი, რომელიც სასწაულებს ახდენს
13:54 / 27-10-2017
ათას ხერხს მივმართავთ, რათა ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ. არსებობს მარტივი წესი, რომელიც გემრიელიცაა. თანაც, ასეთი დიეტა მეძუძურ დედებსაც არ ვნებს და იდეალურია მშობიარობის შემდგომ ფორმაში ჩასადგომად.
დიეტა მომავალი პატარძლებისთვის - 4 დღე და თქვენს საოცნებო კაბაში თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ
14:24 / 25-10-2017
დაახლოებით 1 თვის წინ, როცა აღმოვაჩინე, რომ საოცნებო საქორწილო კაბებიდან არც ერთი არ მომიხდა, ჩემმა მძიმე წონამ განწყობაც დამიმძიმა და ლამის საკუთარი ქორწილი ჩავშალე.
5 საუკეთესო მეთოდი, დაიკლო წონაში 1 კვირაში!
12:37 / 24-10-2017
ხშირად არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა სასწრაფოდ გვსურს ჩავდგეთ ფორმაში... მაგალითად, ახლოვდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე: ქორწილი, დაბადების დღე, საჯარო გამოსვლა ან სხვა...
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!
16:34 / 23-10-2017
უამრავი დიეტა ითვალისწინებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ციტრუსი უნდა ჩართოთ, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.
7 გემრიელი მიზეზი იმისათვის, რომ უარი თქვათ პურზე. ამ მეთოდს ვერცერთი დიეტა ვერ შეედრება!
14:18 / 20-10-2017
მოხდენილი სხეულის რეცეპტი, გაგიკვირდება და, ძალიან მარტივია: უბრალოდ უარი უნდა თქვა პურზე. გიჭირს? ეს მარტივზე მარტივია!
სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე – შეინახე, რომ არ დაკარგო!
13:42 / 19-10-2017
მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ის აბსოლუტურად უვნებელია და შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ კვების ეს რეჟიმი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30