ხშირად ზედმეტი კილოგრამების მთავარი მიზეზი გადიდებული კუჭია. ეს დიდი რაოდენობის საკვების მიღების ბრალია: რაც უფრო მეტს ჭამს ადამიანი, მით უფრო ფართოვდება კუჭის კედლები. შედეგად, ჩნდება მეტის ჭამის სურვილი...
საკმარისია, ულუფები შეამციროთ, ბუნებრივად გახდომის პროცესი დაიწყება. კუჭი ნორმალურ ზომას დაუბრუნდება, საკვების მონელების პროცესი წესრიგში ჩადგება და ზედმეტი წონა მოგცილდებათ. გთავაზობთ დიეტას სახელწოდებით "5 სუფრის კოვზი". მისი ეფექტურობა გაგაოცებთ!
როგორ დავიცვათ დიეტა
1. საკვების ერთი ულუფა უნდა შეიცავდეს 150-200 გრამს ან 5 სუფრის კოვზს.
2. კვების მკაცრი შეზღუდვა არ მოგიწევთ, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის რაციონიდან გამორიცხეთ ცომეული, შოკოლადი, ტკბილი გაზიანი სასმელები. ეცადეთ, ყავა და ჩაი უშაქროდ დალიოთ.
3. საკვების მიღების ინტერვალი - 3 სთ. წყლისა და სხვა სასმელების დაყოლება ჭამის დროს რეკომენდებული არ არის.
გთავაზობთ მენიუს მაგალითს 1 დღისთვის
7:00 - 5 კოვზი შვრია (ბრინჯი, ხორბლის ფაფა, მიუსლი). 30 წუთის შემდეგ უშაქრო ჩაი, რძიანი ყავა, კაკაო, არჩევანის მიხედვით.
10:00 - ნებისმიერი ხილი, ხილის სალათა, იოგურტი ხილით
13:00 - 5 კოვზი წიწიბურა (კარტოფილის პიურე, ბრინჯი, ბოსტნეულის რაგუ, ბარდის ფაფა). ცილოვანი სადილი - 200 გრ თევზი ან ძროხის ხორცი. შესაძლებელია პროდუქტების კომბინირება: 3 კოვზი წიწიბურა და 2 ნაჭერი ქათმის ხორცი.
16:00 - 200 გრ კეფირი ან კიტრი და პომიდორი, ან 5 კოვზი ახალი სალათა. შესაძლებელია მოამზადოთ ლავაშისა და მაგარი ყველის პატარა ბუტერბროდი.
19:00 - 5 კოვზი წიწიბურა ან 200 გრ თევზი, ან 1 ჭიქა კეფირი.
კვების ეს გეგმა დაგეხმარებათ სწრაფად დაიკლოთ წონაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ამ დიეტის დასრულებისას ზედმეტი წონა არ დაგიბრუნდებათ: თუ კუჭის კედლები ნორმალურ ზომას დაუბრუნდა, ზედმეტი ჭამის სურვილი გაქრება.
როგორ გავხდეთ ქალღმერთი 3 დღეში: სასწაულმოქმედი შვრიის დიეტა!
როგორ დავიკლოთ წონაში სამზარეულოს სასწორის დახმარებით? - გავაკონტროლოთ თითოეული კალორია!
ამ სასმლის რეცეპტმა მსოფლიო ინტერნეტქსელი დაიპყრო - მხოლოდ 3 ფინჯანი და მინუს 8 სმ წელის გარშემო!