ამ გოგონას არიელი ჰქვია. 2015 წლის მაისიდან დღემდე 40 კილო დაიკლო. 5 ზომით პატარა სამოსს ატარებს, მარათონი გაირბინა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ბევრი ინფორმაცია აქვს.
1. თავდაპირველად კლუბ Weight Watchers-ის წევრი გახდა
მთელი ცხოვრება დიეტაზე გაატარა, მაგრამ შედეგი ვერც ერთმა მოუტანა. მუდამ უშვებდა ორ შეცდომას:
ა. ”ხვალიდან ვიწყებ დიეტას” - დღეს კი ყველა საყვარელ კერძს ჭამდა.
ბ. უარს ამბობდა საყვარელ პროდუქტებზე და საკუთარ თავს აიძულებდა, მოხარშული და ცივი ქათმის ხორცი ეჭამა.
2. დაივიწყა კალორიების თვლა, მაგრამ შეამცირა კალორიული საკვების მიღება. დაიწყო ჯანსაღი საკვების ჭამა.
3. წონის დაკლების სამი მთავარი წესი ჩამოაყალიბა: საკვების რაოდენობის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა და წყლის სმა.
4. საუზმე უნდა იყოს ნამდვილი და არა ერთ-ორი ცალი ხილი.
5. ჯერ ფეხით დაიწყო სიარული, მერე სპორტდარბაზში ჩაეწერა.
6. არ უშინდებოდა დაღლილობას.
7. უარი თქვა მზა საკვების მიღებაზე და დაიწყო კერძების მომზადება ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით.
8. წონის მატებას შაქარი უწყობს ხელს. ამიტომ ჩაანაცვლეთ დესერტები ხილით.
9. ცილა ნამდვილი ოქროა გახდომის მსურველებისთვის.
10. ცოტაც რომ დაიკლოთ წონაში, ესეც დიდი მიღწევაა.
11. წონაში დაკლებიდან 4 თვეში უარი თქვა ალკოჰოლის მიღებაზე.
12. როცა მიხვდა, რომ ფიზიკური აქტივობისთვის მზად იყო, სპორტდარბაზში რამდენიმე ტრენაჟორზე დაიწყო ვარჯიში.
13. არ მიუტოვებია ჩვეულებები, უბრალოდ, სოციალური ცხოვრება ჯანსაღი კვებით გაამდიდრა.
14. როცა ჰგონია, რომ ცვლილება არ ჰქონია, დღეს და 8 თვის წინ გადაღებულ ფოტოებს ადარებს ერთმანეთს.
15. კლუბის ახალ წევრებს უმეგობრდება, რათა მათაც შეძლონ წონის დაკლება.
16. ყველა სამოსი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩააბარა.
17. თავიდან შეიყვარა საკუთარი თავი.
თუ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, გააკეთეთ ეს საკუთარი თავისთვის და არა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გთრგუნავენ. თუ კმაყოფილი ხართ საკუთარი სხეულით, გონებითა და სულით, გააგრძელეთ ცხოვრებით ტკბობა. ხოლო, თუ თავი ბედნიერ ადამიანად მოგაქვთ, დროა, თავი ხელში აიყვანოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ მიზანს. გახსოვდეთ, რომ ეს სასიამოვნო სეირნობაა და არა გიჟური მარათონი.