წონაში კლების პროცესმა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ რომ ჩაიაროს, საჭიროა, ამ საკითხს კომპლექსურად მივუდგეთ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შევცვალოთ კვების რაციონი, არამედ გამოვიყენოთ ნატურალური პროდუქტები.
გასახდომი ბალახეული წვავს ცხიმს, გამოჰყავს ტოქსინები ორგანიზმიდან და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენები ამ სამკურნალო ბალახეულისგან, დაამატოთ საკვებში ან უბრალოდ, მიირთვათ ბალახეულის ჩაი. შედეგი მალევე შესამჩნევი გახდება!
გასახდომი ბალახეული
ჯიმნევა (გურმარი)
ამ მცენარის ნაყენი ფართოდ გამოიყენება აიურვედაში. იგი ასუფთავებს თირკმელებს, მოგიხსნით შეშუპებას, მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. გარდა ამისა, გურმარი მოგიხსნით შაქრისადმი მიდრეკილებას.
ჟენშენი
ჟენშენს გააჩნია არაჩვეულებრივი თვისება: იგი ორგანიზმს ენერგიას მატებს. იგი გაგათავისუფლებთ მეტაბოლიზმისგან, მისი დახმარებით ეფექტურად დაიკლებთ წონაში.
ორეგანო (თავშავა)
ორიგანო - მძლავრი ნატურალური ანტიოქსიდანტია. სწევს სეროტონინის შემცველობას სისხლში, ასევე, ეხმარება საკვების მომნელებელ სისტემას კარგად მუშაობაში.
სალბი
სალბი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს, არეგულირებს წნევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
პიტნა
პიტნა ზემოქმედებს ჰორმონალურ ფონზე, ამცირებს დაგროვილი ესტროგენების რაოდენობას, არეგულირებს საკვების მომნელებელ სისტემას.
კომიფორა
ეს შესანიშნავი ბალახეული წვავს ცხიმსა და ქოლესტერინს, ზრუნავს ფარისებრ ჯირკვალზე: ეხმარება სწორი მუშაობის აღდგენაში. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ზედმეტი წონის დროს.
ნარშავი
ნარშავი ასუფთავებს ღვიძლს და მთლიანი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის შესანიშნავი საშუალებაა.
ბაბუაწვერას ფესვი
ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლად გირჩევთ ბაბუაწვერას ძირის ნაყენის მიღებას.
მატე
მატე - მატონიზირებელი ჩაი, რომლის შემადგენლობაში უამრავი სასარგებლო ანტიოქსიდანტი, ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა.
კოლეუსი (ოთახის ჭინჭარი)
ეს მცენარე სასარგებლო თვისებების წყალობით ეფექტურად წვავს ცხიმებს ორგანიზმში.