დილის დიეტა - იაპონური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ დღეში თითო კილოგრამი!
დილის დიეტა - იაპონური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ დღეში თითო კილოგრამი!
მიირთვით ბანანი ყოველ დილას და დაიკელით წონაში 7 კგ 1 კვირის განმავლობაში - ხომ მიმზიდველად ჟღერს?

ყველაზე მიმზიდველი კი გახლავთ ის, რომ ასეთი დიეტა მართლაც არსებობს და ის რეალურად მუშაობს!
რაც ყველაზე მთავარია, იგი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ კვების ჩვეული რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის. სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა ეს დიეტა პოპულარული.

დიეტა შეიმუშავა იაპონელმა ჰიროსი ვატანაბემ. პირველად იგი ავტორმა თავის წიგნში "დილის ბანანის დიეტა" წარადგინა.

არსი ძალზედ მარტივია: დილით უნდა მიირთვათ მხოლოდ ბანანი და დალიოთ ოთახის ტემპერატურის
წყალი.
დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავად ვატანაბე დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა წონაში დაკლებას. მან უამრავი დიეტა მოსინჯა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, დაყრდნობოდა სამეცნიერო ნამუშევრებიდან მიღებულ ცოდნას. მისი მეუღლე, სულიკო, ფარმაცევტი, წიგნის თანაავტორი გახდა.

მათ ერთად მოიფიქრეს გახდომის მეთოდი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. დიეტა განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც სპორტულ დარბაზში ვარჯიში ეზარება.

და, აი, მარტივი ხსნა: ერთი ბანანი და ჭიქა წყალი დილით.

ეს საუზმის ნაცვლად. ყველაზე რთული კი იწყება შემდეგ: როგორ გავძლოთ უჭმელად სადილამდე.
ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რომელიც აქტიურად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.
ბანანის სახამებელი განსხვავდება კარტოფილის სახამებლისგან.

იგი რეზისტენტულია და ადვილად მოსანელებელი. არ იხსნება წვრილ ნაწლავში და მიემართება პირდაპირ მსხვილ ნაწლავში, სადაც ფერმენტაციის პროცესი იწყება.

ნამდვილად უნდა მივირთვათ თუ არა მხოლოდ ერთი ბანანი საუზმეზე?

ამ საკითხში მკაცრი წესები არ არსებობს. მიირთვით ბანანი ისეთი რაოდენობით, რომ იგრძნოთ დანაყრება. იაპონელები ხელმძღვანელობენ პრინციპით 80/20 (ეს გახლავთ კუჭის დატვირთვა პროცენტებში). იაპონელები დგებიან მაგიდიდან მანამდე, სანამ დანაყრებას იგრძნობენ, რადგან თვლიან, რომ კუჭის ზედმეტი საკვებით დატვირთვა მავნებელია.

ექიმებიც ამბობენ, რომ კუჭის ოპტიმალური მდგომარეობა გახლავთ - დატვირთვა 20%-ით. უნდა დარჩეს "სიცარიელის" 20%, რათა კუჭმა გამართულად იმუშაოს მინიმალური დატვირთვით.

როგორ მივხვდეთ, დავნაყრდით თუ არა?

დაიწყეთ ერთი ბანანით. თუ 20 წუთის შემდეგ შიმშილს იგრძნობთ, მიირთვით კიდევ ერთი. ბანანი აუცილებლად უმი უნდა იყოს.
ვატანაბე თავის წიგნში გვირჩევს:

ნუ მიირთმევთ რძის პროდუქტებსა და ალკოჰოლს.
სასურველია, არ მიიღოთ საკვები საღამოს 8 საათის შემდეგ.
დასაძინებლად დაწექით 12 საათამდე.
ისადილეთ და ივახშმეთ, შუალედებში კი ერიდეთ წახემსებას. გამონაკლისი: ცოტაოდენი ხილი.
რატომ არის ბანანის დიეტა ასეთი განსაკუთრებული?
ეს გახლავთ სუპერჯანსაღი დიეტა.
ბანანი მდიდარია უჯრედისით და მატებს ენერგიას.
ბანანი ხელმისაწვდომია, ამიტომ დიეტა ძვირი არ დაგიჯდებათ.
რეგულარული საუზმე აჩქარებს მეტაბოლიზმს.
თუ დილით ყავას არ მიირთმევთ, ორგანიზმს გაუადვილდება მადის რეგულირება. 
ოთახის ტემპერატურის წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
უკეთ გააკონტროლებთ მადას.
ბანანის დიეტა ასევე გახლავთ შესანიშნავი პროფლაქტიკა ცელულიტის წინააღმდეგ.

კომენტარები (13)
ანა
არ არის ეფექტური?
ნონა
ქეთი რა შედეგი გქვს???
ნინი
ქეთი შენი კომენტარი კვირაზე მეტი ხნის წინ არის დაწერილი და იქნებ გვითხრა შედეგი თუ გაქვს ?
Nino
Me chem tavze yvelaze kargad kombostos dieta movirge. 6 dgeshi 4 kilos vikleb.
თეო
ქეთი არავინი გითხრა, რომ შავი პური არაა დიეტური ჯობია 3-4 დღის თეთრი პური მიირთვა, ექიმები კრძალავენ ვითომ შავ პურს
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:02 / 17-11-2017
თაფლი და დარიჩინი - ორი უძველესი პროდუქტია, რომელსაც აიურვედა და ტრადიციული ჩინური მედიცინა დიდ პატივს სცემს. ორივე სასწაულად გემრიელი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
15:28 / 13-11-2017
თვალის ირგვლივ კანი ყველაზე თხელი და ნაზია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
11:33 / 13-11-2017
წონის კორექციის პრობლემა ძალზე ბევრი ადამიანისთვისაა აქტუალური, ეს არახალი ამბავია.
12:00 / 31-10-2017
მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
11:48 / 31-10-2017
ეს დიეტა დაბალკალორიულია და ეფუძნება ფაქტს, რომ გრეიპფრუტი შეიცავს "მაგიურ" ნივთიერებას, რომელსაც ცილებთან შეხამებაში წონაში კლება მოსდევს.
13:54 / 27-10-2017
ათას ხერხს მივმართავთ, რათა ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ. არსებობს მარტივი წესი, რომელიც გემრიელიცაა. თანაც, ასეთი დიეტა მეძუძურ დედებსაც არ ვნებს და იდეალურია მშობიარობის შემდგომ ფორმაში ჩასადგომად.
12:37 / 24-10-2017
ხშირად არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა სასწრაფოდ გვსურს ჩავდგეთ ფორმაში... მაგალითად, ახლოვდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე: ქორწილი, დაბადების დღე, საჯარო გამოსვლა ან სხვა...
10:48 / 24-10-2017

დიახ, არ მოგეჩვენათ! ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი ბრენდი FUFALA BEAUTY გამოჩნდა.

16:34 / 23-10-2017
უამრავი დიეტა ითვალისწინებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ციტრუსი უნდა ჩართოთ, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.
10:28 / 19-10-2017
უგემრიელესი დესერტის მარტივი რეცეპტი.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჰერკულესის დიეტა, რომელიც ნებისმიერ კაცს ანანებს თქვენს დაკარგვას
12:29 / 18-11-2017
არ ვიცი თავაზიანი ლაპარაკის მანევრის, განსაკუთრებული ქარიზმის, თუ უბრალოდ აურის დამსახურებაა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩემთან საერთო ენის გამონახვა უჭირდეს და ბევრი არიან ისეთები, რომლებიც ზედმეტად პირადულ თემებზეც თავიანთი ინიციატივით მიამბობენ.
შავი ბოლოკის დიეტა
15:16 / 13-11-2017
დღეს თითქმის აღარ კამათობენ იმის შესახებ, რომ დაავადებათა უმრავლესობა ორგანიზმის დაბინძურების ბრალია.
ვიკლებთ წონაში ზოდიაქოს დახმარებით: რომელი დიეტა მოგიხდებათ ჰოროსკოპის მიხედვით
11:33 / 13-11-2017
წონის კორექციის პრობლემა ძალზე ბევრი ადამიანისთვისაა აქტუალური, ეს არახალი ამბავია.
სიმაღლეში გასაზრდელად ნარინჯისფერი ბოსტნეული მიირთვით
11:58 / 01-11-2017
იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული - გოგრა, სტაფილო, ტკბილი ბულგარული წიწაკა - ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
წიწიბურა + კეფირი = დუეტი, რომელიც სასწაულებს ახდენს
13:54 / 27-10-2017
ათას ხერხს მივმართავთ, რათა ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ. არსებობს მარტივი წესი, რომელიც გემრიელიცაა. თანაც, ასეთი დიეტა მეძუძურ დედებსაც არ ვნებს და იდეალურია მშობიარობის შემდგომ ფორმაში ჩასადგომად.
დიეტა მომავალი პატარძლებისთვის - 4 დღე და თქვენს საოცნებო კაბაში თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ
14:24 / 25-10-2017
დაახლოებით 1 თვის წინ, როცა აღმოვაჩინე, რომ საოცნებო საქორწილო კაბებიდან არც ერთი არ მომიხდა, ჩემმა მძიმე წონამ განწყობაც დამიმძიმა და ლამის საკუთარი ქორწილი ჩავშალე.
5 საუკეთესო მეთოდი, დაიკლო წონაში 1 კვირაში!
12:37 / 24-10-2017
ხშირად არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა სასწრაფოდ გვსურს ჩავდგეთ ფორმაში... მაგალითად, ახლოვდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე: ქორწილი, დაბადების დღე, საჯარო გამოსვლა ან სხვა...
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!
16:34 / 23-10-2017
უამრავი დიეტა ითვალისწინებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ციტრუსი უნდა ჩართოთ, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.
7 გემრიელი მიზეზი იმისათვის, რომ უარი თქვათ პურზე. ამ მეთოდს ვერცერთი დიეტა ვერ შეედრება!
14:18 / 20-10-2017
მოხდენილი სხეულის რეცეპტი, გაგიკვირდება და, ძალიან მარტივია: უბრალოდ უარი უნდა თქვა პურზე. გიჭირს? ეს მარტივზე მარტივია!
სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე – შეინახე, რომ არ დაკარგო!
13:42 / 19-10-2017
მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ის აბსოლუტურად უვნებელია და შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ კვების ეს რეჟიმი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30