გამოკვლევების თანახმად ყველაზე ცუდი დღე დიეტის დასაწყებად ორშაბათია
ადამიანები, რომლებიც სხეულის ფორმირებას კვირის დასაწყისსში იწყებენ, ხშირ შემთხვევაში ნებდებიან კვირის ბოლომდე და თან დაკლების მაგივრად წონაში იმატებენ.
როგორც დადგინდა, საუკეთესო დღე დიეტის დასაწყებად კვირაა. სტატისტიკის თანახმად, ვინც ამ დღეს ირჩევს, სამი კვირის განმავლობაში თავისუფლად იკლებს 3,5 კილოგრამს.
კვლევაში მონაწილეობა 2000-მა ბრიტანელმა მიიღო. მისი შედეგების გაცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ადამიანებს, რომელბიც დიეტის დასაწყებად შაბათ დღეს იწყებენ, ყოველთვის განსაზღვრული აქვთ ზუსტად რამდენით სურთ წონაში დაკლება და ხშირ შემთხვევაში მიზანს აღწევენ კიდეც.
ასე, რომ სანამ დიეტას დაიწყებთ კარგად დააკვირდით კალენდარს. თუ ორშაბათია შეგიძლიათ თავი ტკბილეულითა და სხვა საყვარელი კერძებით გაინებივროთ.