სანამ შიმშილს დაიწყებდე, გაარკვიე, როგორ ემატება და აკლდება წონა ორგანიზმს! ეს 5 რჩევა დაგეხმარება ამის გარკვევაში!
არ ღირს მკაცრი დიეტებით თავის დატანჯვა. ჩვენ მოგიმზადეთ 5 მარტივი წესი, რომელიც დაგეხმარებათ, ყოველთვის ფორმაში იყოთ.
1. წყალი საჭმლის ყოველი მიღების წინ
უახლოესმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველი ჭამის წინ 2 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებ კალორიას იღებენ და ბევრად ინტენსიურად კარგავენ წონას. მეცნიერებმა ეს იმით ახსნეს, რომ წყალი გვეხმარება შიმშილის წონის კონტროლში და მარტივად დანაყრებას უწყობს ხელს.
2. მიირთვით თხილეული
ნიგოზი და თხილი დიდი ხნით შეგინარჩუნებთ ნაყროვანების გრძნობას. ისინი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რის შედეგადაც ორგანიზმი არ აგროვებს ცხიმს.
3. მოიშორეთ საკვებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე კონტეინერები
განსაკუთრებით, ეს სამუშაო დროს არის მნიშვნელოვანი. მეთვალყურეობის ქვეშ არსებული საკვები ხშირად მოგხიბლავთ. შეინახეთ პროდუქტები თვალსაწიერიდან მოშორებით.
4. ივარჯიშეთ სამსახურში წასვლამდე
მეცნიერებმა დაამტკიცეს: მთელი დღე გონებრივად დატვირთულს საღამოს ნაკლებად მოგინდებათ სპორტით დაკავება. ამიტომაც არ დაგავიწყდეთ დილის ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად გამოფხიზლდეთ და გაააქტიუროთ ორგანიზმი!
5. დაუმატეთ კერძებს წიწაკა
დაუმატეთ ჩაის კოვზი წიწაკა კერძს. ასე ორგანიზმს მეტი კალორიის დაწვაში დაეხმარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიწაკის დამატება ცხიმიან და მარილიან საკვებში.