ხაჭოსა და ვაშლის 9-დღიანი დიეტა
დიეტა გათვლილია 9 დღეზე, ამ პერიოდში შესაძლებელია 10 ზედმეტი კილოგრამის მოცილება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წონაში მსგავსი კლება ჯანსაღი არ არის - შედეგის შესანარჩუნებლად, როგორც მინიმუმ 2 თვე უნდა დაიცვათ დიეტა, მაგრამ ეს უნდა იყოს მრავალფეროვანი გეგმა დაახლოებით 1200-1500 კკალ-ზე გათვლილი, ცილების მაღალი შემცველობით, და ტკბილეულისა და ცომელულის
- თუ ახალი ხილი არ გიყვართ, შეგიძლიათ მოამზადოთ ვაშლის უშაქრო პიურე ან გამოაცხოთ ნაყოფი აირღუმელში დარიჩინთან ერთად. მტავარი წესი: არ გაზარდოთ ძირითადი პროდუქტის რაოდენობა. გაყავით დღიური ნორმა 3 ნაწილად და მიირთვით საუზმეზე, სადილად და ვახშამზე.

ხაჭოსა და ვაშლის 3-დღიანი დიეტა
დიეტის მეორე ვარიანტი ითვალისწინებს კოქტეილების მომზადებას. საკვების ერთჯერადი მიღებისას უნდა გამოიყენოთ 1 ვაშლი და 150 გრ უცხიმო ხაჭო. პროდუქტები ბლენდერით უნდა დაქუცმაცდეს. მიიღეთ ეს კოქტეილი დღეში 3-ჯერ - საუზმეზე, სადილად და ვახშამზე. ასევე შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ მიირთვათ ვაშლი.
ეს დიეტა 3 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ და გაიმეოროთ მხოლოდ თვეში 1-ხელ. ჩამოთვლილი დიეტები ცილასა და უჯრედისს შეიცავს, თუმცა წონაში კლების სრულფასოვან რაციონალურ სქემას ისინი არ მიეკუთვნება. მათი დაცვა ხანგრძლივად შეუძლებელია. გამოიყენეთ ეს დიეტები იშვიათად, დანარჩენ დროს კი დაიცავით სწორი კვება. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დიეტის დაწყებამდე.