ვახშამი ძალზე მნიშვნელოვანია წონაში დაკლების მსურველთათვის. ნივთიერებათა ცვლა საღამოსკენ ნელდება და ყველაფერი ზედმეტ ცხიმად იქცევა!
ამიტომაც გთავაზობთ ისეთი ვახშმის მაგალითებს, რომლებიც დაგანაყრებთ და წონაში არ მოგამატებინებთ.
1. შესანიშნავი ვარიანტი - კვერცხის ომლეტი და ბოსტნეულის სალათა
აიღეთ 3 კვერცხის ცილა და 1 გული. ბოსტნეულის ფურცლებისგან დამზადებული სალათა - საუკეთესოა.
2. ხაჭოს სალათა
5%-იანი ხაჭო და 100 გრ კიტრი ან წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი შეურიეთ და შეკაზმეთ უცხიმო კეფირით.
3. შემწვარი ქათმის გულ-მკერდი ბოსტნეულით
დაჭერით სიგრძეზე ქათმის გულ-მკერდი, მოაყარეთ მარილი და სუნელები. დაბეგვეთ. შემდეგ დაჭერით ბოსტნეული: წიწაკა, პომიდორი და ყაბაყი. შეახვიეთ ფოლგაში ყველა ინგრედიენტი და შედგით აირღუმელში 20-30 წუთით 180 გრადუსზე.
რჩევა: ივახშმეთ ძილის წინ 3 საათით ადრე!