უამრავი ადამიანი წონაში სიზარმაცის გამო ვერ იკლებს. და აზრი იმის შესახებ, რომ გახდომის შემდეგ ჩამოკიდებული კანის შედეგად შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე მოხვდე - არასასიამოვნოა. როგორ ავირიდოთ ეს?
მეტ რობერტსი ამტკიცებს, რომ ამის თავიდან არიდება შესაძლებელია.
"თავად წონაში დაკლება იოლია. უბრალოდ, ამცირებთ რაციონს 800 კალორიამდე და ხდები. შეჩერდით! ნუ მოიქცევით ასე!
ჯერ ერთი, არ შემხვედრია ადამიანი, რომელმაც მსგავსი დიეტის შემდეგ კვლავ არ მოიმატა. ეს არამდგრადი ეფექტია.
მეორე შეცდომა - უბრალოდ, ამცირებთ საკვების რაოდენობას და მიირთმევთ იმას, რასაც ჯანსაღ საკვებად მიიჩნევთ: ვაშლს, მიუსლის და ა.შ. ესეც არასწორია.
იმისათვის, რომ წონაში დაიკლო და ამასთან, დარჩე ჯანმრთელი და კანზე ნაკეცები არ გაგიჩნდეს, გახდომის პროცესი ნელი უნდა იყოს. დიახ, ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ თქვენი ორგანიზმი უნდა შეეწყოს.
ნორმალური და ხანგრძლივი გახდომა 2 წელი გრძელდება.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ: უარი უნდა თქვათ რაფინირებულ პროდუქტებსა და სუფთა შაქარზე.
მეორე: გათვალეთ რაციონი, იგი უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ნახშირწყლები დღეში ერთხელაა საჭირო.
მესამე: კალორიების დაახლოებითი რაოდენობა 1800 კკალ. მაგრამ ნუ ჩაიციკლებით დათვლაზე, ეს ძალიან დამღლელია.
მეოთხე: აქტივობა. საჭმელი უნდა დაიწვას. თუ უმოძრაო ხართ, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. თუ მუხლები გტკივათ, იარეთ აუზზე. დაინდეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი, იყავით თანმიმდევრული.
გახსოვდეთ: არავითარი დიეტა არ მოგანიჭებთ ჯანმრთელ სხეულს. ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ და ეს თანდათანობით უნდა გააკეთოთ. წარმატებები!".
ასევე წაიკითხეთ:
5 ცუდი ჩვევა, რომლის გამოც მუცელი იზრდება