თუ გიჭირთ ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავება, ეს სტატია თქვენთვისაა.
10 ქალი განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციიდან საკუთარ გამოცდილებას გვიმხელს.
1. ალისა გრინი
მიუხედავად იმისა, რომ სპორტდარბაზში ვარჯიშობდა, უძილო ღამეებისა და ალკოჰოლის გამო წონაში მოიმატა. 2-5 წელი ჯანსაღი კვების პრინციპებს სწავლობდა და 12 კილო დაიკლო. ”თვითდისციპლინა - გახდომის მთავარი ფაქტორია”.
2. მეგი ფიერო
მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ზედმეტი წონის დაკლება ვიდეოვარჯიშებით გადაწყვიტა. პარალელურად, მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებით იკვებებოდა.
3. ირვი
ცოტა ხნის წინ 144 კილოს იწონიდა. დღეს კვირაში 6 დღე სპორტდარბაზში ვარჯიშობს, ფიტნეს-ბლოგის ავტორია და სხვა გოგონებსაც ეხმარება წონაში დაკლებაში.
4. კუკი მილერი
104 კილო რომ გახდა, გახდომა გადაწყვიტა. დიეტისა და ინტენსიური ვარჯიშის წყალობით სასურველს მიაღწია.
5. ერიკა ლუგო
146 კილო საშუალებას არ აძლევდა, ვაჟისთვის მოევლო. მობილურში ფიტნეს-ვარჯიშები გადმოიწერა. მეტ კალორიებს წვავდა, ვიდრე იღებდა და ნახევარ წელიწადში 69 კილო დაიკლო.
6. ალისა ფილდსი
უამრავი დიეტა სცადა, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები ვერ მოიცილა. ახლა პაუერლიტფინგის სისტემით ვარჯიშობს და კვებაც დააბალანსა.
7. კესიდი ლინდი
25 წლისა 114 კილოს იწონიდა. გათავისუფლდა მავნე ჩვევებისგან, მავნე საკვებისგან, წყლის სმა და კვირაში სამჯერ ვარჯიში დაიწყო და შედეგსაც მიაღწია.
8. მისტი მიტჩელი
სანამ 140 კილო გახდებოდა, ჭამდა მავნე საკვებს, სვამდა ალკოჰოლს და სიგარეტს ეწეოდა. ერთ დღეს ფასტფუდი თევზითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლა, დაიწყო ვარჯიში და ერთ წელიწადში 62 კილო დაიკლო.
9. ჯენიფერ ჯინილი
როცა საყვარელმა მამაკაცმა ცოლობა სთხოვა, წონაში დაკლება გადაწყვიტა, რათა ლამაზი პატარძალი ყოფილიყო. დაიწყო ვარჯიში, ჯანსაღი საკვების ჭამა და მიზანს მიაღწია.
10 რებეკა გრაფტონი
ზედმეტი წონა ბავშვობიდან აწუხებდა. ერთ დღესაც სპორტდარბაზში ჩაეწერა, შეცვალა რაციონი და ერთ წელიწადში 45 კილო დაიკლო.