ზედმეტი კილოგრამები რომ დაიკლოთ და აღარ მოიმატოთ, დიეტოლოგების მიერ დადგენილი რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.
1. ყოველი ჭამის წინ დალიეთ 250-450 მლ წყალი.
2. გააკეთეთ შინაურული ლიმონათი. დაუმატეთ პიტნა, ციტრუსი, ჯანჯაფილი. თქვენ მიერ მომზადებული ნაკლებად გაჯერებულია ქიმიით და მეტად სასარგებლოა.
3. საუზმე მიირთვით ბოსტნეული ცილა და არა სენდვიჩები და კრუასანები.
4. თუ კაპუჩინოს მოყვარული ხართ, შეუკვეთეთ მცირე ულუფის. (250 მლ). სურვილსაც დაიკმაყოფილებთ და ნაკლებ კალორიასაც მიიღებთ.
5. შვრიის ფანტელის ფაფა სასარგებლოა, მაგრამ ბევრს მისი ჭამა არ შეუძლია. გააგემრიელეთ სელის თესლით, სანელებლებით.
6. ვარჯიშის შემდეგ მიირთვით ცილა და ნახშირწყლები. პროტეინის კოქტეილი გაამდიდრეთ ბანანით, მანგოთი, ანანასითა და მაწვნით.
7. რომ არ მოგშივდეთ მიიღეთ საკვები 3-5 საათში ერთხელ მცირე ულუფებით.
8. მთავარი დატვირთვა ცილაზე -მაწონი, თხილი, თევზი, ქათამი, კვერცხი, ოსპი და პარკოსნები.
9. ვახშამი დაიწყეთ სალათით. მთავარი კერძი კი მცირე რაოდენობით მიირთვით.
10. ჭამა უნდა დაიწყოთ სწორად: ჯერ მიირთვით უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული, შემდეგ ცილები, შემდეგ ნახშირწყლები. პური და კარტოფილი შეიძლება აღარც მოგინდეთ.
11. წასახემსებელი არ უნდა აღემატებოდეს 200 კალორიას. ეს შეიძლება იყოს 1 ვაშლი, 250 მლ რძე, 100 გრამი ხაჭო და 180 გრამი ხილი.
12. რეგულარულად მიირთვით მაწონი, იოგურტი.
13. ნელა ჭამეთ, თითოეული ლუკმა დიდხანს ღეჭეთ. რათა იმაზე მეტი არ ჭამოთ, ვიდრე საჭიროა.
14. შეადგინეთ სია, რა უნდა ჭამოთ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. ამგვარად, ფიქრსა და მომზადებაზეც ნაკლები დრო დაგეხარჯებათ და არც შიმშილის დროს წაგიცდებათ ხელი კალორიული საკვებისკენ.
15. ჯანსაღი ალტერნატივა: მაიონეზი ჩაანაცვლეთ მაწვნით; კრეკერები დაჭრილი კიტრით, ტკბილი წიწაკით, სტაფილოთი. ჩიფსი -თხილით.
16. რევიზია სამზარეულოში: მოაცილეთ კრეკერები, კანფეტები, ჩიფსები. ჩაანაცვლეთ ხილით, თხილით.
17. ტელევიზორის ყურების დროს სასუსნავებისკენ რომ არ გაგექცეთ ხელი უშაქრო მწვანე ლიმონიან ჯანჯაფილიანი ჩაი მიირთვით.
18. ბარში კოქტეილების ნაცვლად დალიეთ ღვინო, მსუბუქი ლუდი.
19. თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ და კანფეტების გარეშე გაძლება გიჭირთ, თან იქონიეთ ქიშმიში და ფინიკი.
20. მავნე ნახშირწყლები რომ არ მიირთვათ, მოიმზადეთ პასტა და შეჭამეთ ბოსტნეულთან ერთად.