სხეულის სხვადასხვა ფორმას სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება ”ემუქრებოდეს”.
ბანანი
ნიშნები:
სიმაღლე - საშუალოზე ზევით.
მხრები, თეძო და წელი თითქმის ერთი სიგანის;
მსუბუქი მოხრილობა (სქოლიოზი);
ზედმეტი წონა აისახება მუცელსა და თეძოებზე. ხელ-ფახი რჩება გამხდარი.
”ბანანებმა” უნდა შეზღუდონ ცხიმი. როგორც წესი, ისინი ადვილად იკლებენ წონაში.
საკმარისია ფეხით სიარული და მსუბუქი ვარჯიშები.
ვაშლი
ნიშნები:
მხრები თეძოებზე განიერი;
სხეულის ზედა ნაწილი ქვედაზე მსხვილი;
ლამაზი თეძო და ფეხები;
ფართო მკერდი და მუცელი;
მიდრეკილები არიან წონის მატებისკენ მხოლოდ მუცლის არეში.
ამ ტიპის სხეულს იშვიათად სჭირდება წონაში დაკლება. მათ უჭირთ ბრტყელი მუცლის დაყენება, ბარძაყებისა და დუნდულების კუნთების გამკვრივება.
”ვაშლებს” ეხმარება ნახშირწყლების შემცველი საკვების შეზღუდვა და ვარჯიში.
მსხალი
ნიშნები:
ტანის ქვედა ნაწილი ზედაზე ფართოა;
მხრები - თეძოებზე ვიწრო;
ზედმეტი წონა ფორმირდება წელს ქვემოთ.
”მსხლების” მთავარი მტერი - ტკბილეულია.
ქვიშის საათი
ნიშნები:
სხეულის ზედა და ქვედა ნაწილები დაბალანსებულია;
თეძო და მხრები თითქმის ტოლია;
ზედმეტი წონა თანაბრად ლაგდება მთელ სხეულზე.
მათ უნდა შეზღუდონ ცხიმი, ნახშირწყლები და ტკბილი.
რაც შეეხება სპორტს, მათთვის იდეალურია ცურვა.