დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
 დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა მარტივად ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარი თავი უნდა დაამარცხო. მათ კი, ვინც ამ დროს გვერდში გიდგას, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ალბათ, ახლა იფიქრებთ, რომ ჩემთვის ეს დამხმარე ბავშვობის მეგობარი ან მეუღლეა. მაგრამ არა! ეს არის “დუკანი“ და ”ნიკორა”.

თავიდან დავიწყებ...

მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. წონაში ისედაც მომატებულმა ყოველ ღამით გვიან ჭამა დავიწყე. იმის მაგივრად, რომ ფორმის დაბრუნებაზე მეზრუნა, უფრო და უფრო ვიმატებდი. ჩემი მეგობარი ყოველდღე სხვადასხვა დიეტას მიგზავნიდა და ყველანაირად მამხნევებდა, რომ დიეტა დამეწყო. მე კი ნებისყოფა არ მყოფნიდა. ერთ დღეს კი მისგან საოცარი ”სქრინი” მივიღე. წონით ჩემსავით შეწუხებული ერთ-ერთი გოგონა ”დუკანის დიეტა საქართველოს” ჯგუფში კითხულობდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა ამ დიეტის დროს ”ნიკორას” პროდუქციის მირთმევა.




ჯერ გამეცინა და ვიფიქრე, დიეტა რა დიეტაა, თუ ”ნიკორას” გემრიელობებს შევჭამ-მეთქი. ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და პასუხებს ჩავყევი. გაოცებული ვკითხულობდი აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც წერდნენ, რომ დიეტის დროს ქათმის შაშხს, ქათმის ძეხვს, გრილზე შემწვარ და შებოლილ ქათამსაც კი მიირთმევდნენ.



ალბათ, მიხვდით, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა მტკიცედ გადავწყვიტე, საკუთარი თავი დამეძლია. ამაში კი ”დუკანის დიეტა” და ”ნიკორა” უნდა დამხმარებოდნენ.



შეტევა, კრუიზი, განმტკიცება და სტაბილიზაცია - სწორედ ეს მელოდა წინ.

მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ბევრი მოტივატორი მაიძულებდა, არ დავნებებულიყავი. ვფიქრობდი მეგობარზე, რომლისთვისაც იმედი არ უნდა გამეცრუებინა, მეუღლეზე, რომლისთვისაც ისევ ძველ ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი და საკუთარ თავზე, რომლისთვისაც უნდა დამემტკიცებინა, რომ მე დიდი ნებისყოფა მაქვს.

ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ ჯერ ”ნიკორაში” წავედი, მოვიმარაგე ყველა საჭირო პროდუქტი და მეორე დღეს დავიწყე ”დუკანის დიეტა”. თავად დიეტა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი ფაზა გახლავთ „შეტევა“, რომელიც დაახლოებით 5-10 დღე გრძელდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ-ის დაკლება გსურთ. ამ დროს დაიშვება შემდეგი პროდუქტები:

ხორცეული: სტეიკი, ძროხის სუკი, ჩალაღაჯი, ენა, ხბოს ესკალოპი, ნეკნები, ღვიძლი, უცხიმო ლორი, უცხიმო ბეკონი, ქათმის და წიწილის ხორცი, კურდღლის ხორცი, ინდაურის უცხიმო ხორცი, მწყერი.



თევზეული: სკუმბრია შებოლილი, ხეკი, კეფალი, ბარაბული, სარდინი, ორაგული, კიბორჩხალას ჩხირები, თინუსი.



ზღვის პროდუქტი: კალმარი, მოლუსკი, კიბორჩხალა, კრევეტები, ხამანწკა, მოლუსკი, რვაფეხა.

რძის პროდუქტები: ცხიმიანობა 2 %-მდე. კეფირი, უცხიმო ყველი, რძე, უცხიმო იოგურტი, მაწონი, უცხიმო ხაჭო.

მეორე ფაზა - მონაცვლეობა, ანუ „კრუიზი“.

ამ ფაზაში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ, თუ პირველი ეტაპის შემდეგ სასურველ წონას ვერ მიაღწიეთ. ისინი, ვინც შედეგი მიიღო, პირდაპირ მესამე ფაზაში გადადიან.

ბედნიერება იყოს ჩემთვის იმის აღმოჩენაც, რომ მეორე ფაზაში დაშვებული იყო პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება, რაც კიდევ უფრო გამიადვილებდა დიეტის დაცვას. მეორე ფაზას ემატებოდა ბოსტნეული: სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, კომბოსტო (ნებისმიერი სახეობა), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი. მცენარეული ზეთი, სელის თესლი, ხორბლის ქატო,
კიტრის მწნილი, კაკაო.

აქვე აღვნიშნავ, რომ მესამე ფაზაა - „განმტკიცების“

ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ დაიკელით. თითოეულ დაკლებულ 1 კგ-ზე უნდა დახარჯოთ მესამე ფაზის 10 დღე. მაგალითად, თუ დაიკელით 5 კგ, განსამტკიცებლად დაგჭირდებათ 50 დღე.

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია

ეს ფაზა საჭიროა დაკლებული წონის სტაბილურად შენარჩუნებისთვის. შემდეგი 2 წესის დაცვის შემთხვევაში, წონაში არასოდეს მოიმატებთ: მიირთვით დღეში 3 ს/კ შვრიის ქატო და ხუთშაბათობით მოაწყეთ მხოლოდ ცილების დღე.

კომენტარები (3)
ია
რა აბდაუბდაა
ქეთო
უმორჩილესად გთხოვთ დამიწერეთ გარკვევით ,ვერ ვიგებ ეს ყველაფერი შემიძლია ვჭამო თუ ერთი სახეობა ავარჩიო
111
,,განმტკიცება" გავიგეთ დღეების რაოდენობა და რას ვაკეთებთ, როგორ ვიკვებებით?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე – შეინახე, რომ არ დაკარგო!
13:42 / 19-10-2017
მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ის აბსოლუტურად უვნებელია და შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ კვების ეს რეჟიმი.
6 სასმელი, რომლებიც წვავს ცხიმს, სანამ თქვენ გძინავთ
15:32 / 18-10-2017
ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში ძილის დროს? ეს ოცნება არ არის - რეალობაა! დალიეთ ეს სასმელები და გახდით სანამ გძინავთ! ისინი ნატურალური იგრედიენტებისგან შედგება, აჩქარებს მეტაბოლიზმს, წვავს კალორიებს და რაც მთავარია, არ ავნებს ორგანიზმს.
ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ
14:35 / 18-10-2017
ყოველდღიური მენიუ: საუზმე: 1 თეფში ჰერკულესის ფაფა (შეგიძლიათ სწრაფად მოსამზადებელი შვრიის ფანტელი გამოიყენოთ), 2 ვაშლი. შეგიძლიათ ვაშლი დაუმატოთ ფაფაში ან მიირთვათ ცალკე.
 დიეტა, რომელსაც მსახიობები და მოცეკვავეები იცავენ
15:15 / 13-10-2017
დიეტა გამიზნულია მოკლე ვადაში სწრაფი კლების მიზნით, თუმცა სტაბილურ შედეგს არ განაპირობებს.
3 მარტივი მეთოდი საღამოს შიმშილის მოსაკლავად, ცნობილი დიეტოლოგისგან
14:24 / 13-10-2017
მარგარიტა კარალიოვა ცნობილი დიეტოლოგია. ის გვთავაზობს 3 იოლ რჩევას, თუ როგორ დავიკმაყოფილოთ შიმშილი საღამოს საათებში.
აი, რამდენს უნდა იწონიდე სინამდვილეში! იქნებ დასაკლები კი არა - პირიქით, მოსამატებელი გაქვს წონა?
13:06 / 11-10-2017
როცა ქალი იდეალურ პარამეტრებზე ფიქრსა და ზრუნვას იწყებს, იქვე იბადება კითხვა: და რამდენია ეს იდეალური წონა? და თუკი პროფესიონალების პასუხს მოუსმენთ ამ შეკითხვაზე, აზრები სულ სხვა მხარეს წაგიყვანთ.
"როცა ამ დიეტამ მეგობრებზე გაამართლა, სილამაზეს მადა მეც მსხვერპლად შევწირე..."
14:12 / 09-10-2017
რამდენიმე დღის წინ დედას რომ დავურეკე და მაწვნის ყიდვა ვთხოვე, ეს იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენა, ეგონა, მოესმა, რამდენჯერმე გამამეორებინა და ბოლოს მიწერა მთხოვა.
12 პროდუქტი, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ
12:01 / 09-10-2017
თუ ამ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, უდიეტოდ გახდებით.
ცოტას ჭამთ, ბევრ წყალს სვამთ და წონაში მაინც ვერ იკლებთ? ჩვენ ვიცით, რატომ!
12:07 / 29-09-2017
სვამთ ბევრ წყალს, ითვლით კალორიებს, იცავთ ცილების და ნახშირწყლების ბალანსს, მაგრამ სასწორი ისევ ერთსა და იმავე ციფრებს აჩვენებს? სავარაუდოდ, მიზეზი ამ სიაშია!
დიდი წმენდა: დეტოქსის დღე, რომელიც ფორმას დაგიბრუნებთ
17:09 / 27-09-2017
სიმძიმე კუჭში, უხასიათობა, აპათია - ასეთი ტვირთით ცხოვრებაში საწადელს ვერ მიაღწევ. აი, ე.წ. დეტოქს-დღის დახმარებით კი ყველა თქვენი გრანდიოზული გეგმის განხორციელება არის შესაძლებელი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31