თუ გგონიათ, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლება რთულია, ცდებით. აგრეთვე მცდარია მოსაზრება, რომ მომავალში მათ ისევ "აკრეფთ".
არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ.
- უქმეებზე ჩამოწერეთ მთელი კვირის მენიუ. შეიძინეთ პროდუქტები და აღარ გაგაწამებთ კითხვა: "რა მოვამზადო?" და არც მშიერი შეჭამთ მავნე საკვებს.
- რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ ტელევიზორთან, მით ნაკლებს შეჭამთ.
- არ გამოტოვოთ საუზმე. თუ დილით იშიმშილეთ, ვახშამზე აინაზღაურებთ. საუზმეზე მიირთვით თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ის სასარგებლოა და დიდი ხნით დაგანაყრებთ.
- ივარჯიშეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განწყობაზე არ ხართ. მცირედით დაიწყეთ და ნახავთ, როგორ აივსებით ენერგიით.
- კვირაში ერთხელ აიწონეთ, რათა აკონტროლოთ ზედმეტი კილოგრამები.
- შეამცირეთ შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები.
- იცით, რომ ვინც ადრე იძინებს, თვეში 1 კილოს იკლებს? დროულად დაწექით დასაძინებლად.
- მაცივარში თვალწინ, ხელის ერთ გაწვდენაზე დაილაგეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. მავნე საკვები გადამალეთ.
- დღეში ერთხელ მიირთვით ბოსტნეულის სალათა. რა თქმა უნდა, ცხიმიანი სოუსების გარეშე.
- ნუ დალევთ კალორიულ წვენებს - გაზიან და მატონიზირებელ სასმელებს, ტკბილ ჩაისა და ყავას.
- აკონტროლეთ კალორიები და ნაბიჯები. საუკეთესო ვარიანტში, დღეში 10 ათასი ნაბიჯი უნდა გადადგათ.
- არ ჭამოთ ფეხზე მდგომმა. უფრო მეტს შეჭამთ.
- ჭამეთ ნელა, თითოეული ლუკმა მინიმუმ 20-ჯერ დაღეჭეთ.
იხილეთ ასევე: ინგლისური დიეტა. 21 დღე - და მზად ხართ პლაჟის სეზონისთვის!