ზედმეტი წონის დაკლება ბევრი ქალისთვის მუდმივი თავისტკივილია. დღეს გაგიმხელთ საიდუმლოს, რომელიც დაგეხმარებათ, მცირე დროში დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები.
სასმლის რეცეპტამდე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც წონის კლებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- ისაუზმეთ ცილით მდიდარი საკვებით.
- მოერიდეთ ტკბილი წვენების, მათ შორის, ხილისას, დალევას.
- სვით წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- გაამდიდრეთ რაციონი გადაუმუშავებელი პროდუქტებით.
- საკვები მიირთვით ნელა.
სასმლის რეცეპტი:
- 4-5 ფოთოლი რეჰანი;
- 5-6 ფოთოლი პიტნა;
- მწვანე ჩაი;
- წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი.
მომზადება:
- აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ჯანჯაფილი გამორთვამდე 1-2 წუთით ადრე. დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი და 1 კოვზი ლიმონის წვენი - გემოსთვის. მიირთვით ჩაი ცხელი სახით.
- ჩაი უნდა დალიოთ დილით, უზმოზე და საღამოს, ბოლო ჭამის წინ.