მოდელის სხეული არა აქვს, მაგრამ ამერიკულ შოუბიზნესში ყველაზე სექსუალურ ქალადაა აღიარებული.
მისი პირადი მწვრთნელის, ემი როზოფ დევისის თქმით, გომესი არ იკლავს თავს ვარჯიშებით და არც ჭამაზე ამბობს უარს. უყვარს ფასტ-ფუდი.
თუმცა, გარკვეულ წესებს მაინც იცავს: "წახემსებისას შემწვარი კარტოფილი ან ჩიფსი სტაფილოთი და ჰუმუსით ჩაანაცვლეთ. საუზმეზე მიირთვით კვერცხი, ავოკადო, ბრინჯი, პარკოსნები. სადილზე - ქათმის ფილეს სალათი ბარდითა და ავოკადოთი. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ძმარი, მდოგვი ან ლიმონის წვენი. ვახშამზე დასაშვებია თევზის ან ქათმის ფილე ავოკადოთი, ბრინჯითა და კიტრით. სელენას აგრეთვე ძალიან უყვარს სუში". - ამბობს დევისი.
"რაც შეეხება ვარჯიშს, ვარსკვლავი კარდიოს, პილატესს, იოგასა და სპორტულ ვარჯიშს ანიჭებს უპირატესობას. ეს ყველაფერი სხეულის ფორმაში ყოფნას ეხმარება. ტურნირების დროს ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს და ფეხით გადაადგილდება. ეს კარდიოდატვირთვაცაა და დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესის მოხსნაც". იხილეთ ფოტოები და ვიდეო