უამრავი ქალის ცნობიერებაში სიტყვა "დიეტა" აუცილებლად რაიმე უგემურთან და სტრესთან ასოცირდება. არ ვარ უმოწყალო შიმშილობის მომხრე, რომელსაც სავალალო შედეგი მოსდევს. კარგავ კილოგრამებს და კუჭის დაავადებებს იღებ სანაცვლოდ.
მაგრამ წონაში დაკლება სასიამოვნოდ და ზიანის გარეშეც შეიძლება. არსებობს ოქროს ფორმულა, რომელიც მუცელს მოგაშორებთ. უბრალოდ, დაამატეთ ეს გემრიელი საუზმე რაციონში.
კოქტეილი წონაში დასაკლებად
იმისათვის, რომ წონაში სწრაფად დაიკლოთ, ჩაანაცვლეთ საუზმე ამ კოქტეილით. მთავარი მიზანი - მოხმარებული კალორიების შემცირება, რისი წყალობითაც გახდებით. ამასთან, სადილი უნდა შედგებოდეს ორთქლზე მომზადებული თევზისგან ან ხორცისგან, სალათისა და ხილისგან.
თუ გსურთ, ზედმეტი 2-3 კგ მოიცილოთ, მოიწყვეთ განტვირთვის დღე კოქტეილით.
ინგრედიენტები
2 კვერცხის ცილა
100 გრ უცხიმო არაჟანი
1 ს.კ. სელის ზეთი
½ სტაფილო
½ მწვანე ვაშლი
ცოტაოდენი ლიმონის წვენი
მომზადება
ცილა, არაჟანი, ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ.
ხილ-ბოსტნეული დააბლენდერეთ და დაამატეთ ამ ნარევს.
მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.
რედაქციის რჩევა
ნუ დაამყარებთ იმედებს წონაში ელვის სისწრაფით კლებაზე, თუ ამას ხელს არ უწყობთ. კოქტეილთან კომპლექსში უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები და გამორიცხოთ ცომეული და ტკბილეული, მინიმუმამდე დაიყვანოთ ნახშირწყლები. თანაც, დაბალანსებული კვება შიმშილობაზე ბევრად ეფექტურია.