ქეით გარნერი წელს 28 წლის გახდა. დღეს იგი მოდელი და ლამაზი გოგონაა. ერთი წლის წინ იგი 160 კილოს იწონიდა.
მსუქანი ბავშვობიდან იყო. თინეიჯერს 3 XL-ის სამოსი ეცვა. კლასელები დასცინოდნენ. მშობლები არ ამხნევებდნენ. გოგონას საოცრად რცხვენოდა საკუთარი თავის.
26 წლამდე ქეითი მავნე ფასტ-ფუდითა და სუპერმარკეტის მზა საკვებით იკვებებოდა: პიცა, გაზიანი სასმელები... ბოსტნეულს იმდენად იშვიათად ჭამდა, რომ მათი გემო არც ახსოვდა.
ყველაფერი შეიცვალა, როცა ქეითის ბაბუა სიმსუქნისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ბებიამ სიმსუქნის გამო შეძენილი დიაბეტით მხედველობა დაკარგა.
თავად ქეითი არც ვარჯიშობდა და არც დიეტის დაცვა შეეძლო. ერთ დღეს გადაცემაში მიიწვიეს, სადაც მსუქან ადამიანებს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარებოდნენ.
მხოლოდ ერთ წელიწადსა და ერთ თვეში გოგონამ ზედმეტი 82 ზედმეტი კილო მოიშორა. მეგობრები ვეღარ სცნობდნენ. სამოდელო სააგენტომ კი თანამშრომლობა შესთავაზა.
შეხედეთ ამ მოხდენილ მოდელ გოგონას, ნუთუ მასში ფაშფაშა ქალს ამოიცნობთ?..
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იკვებეთ სწორად, ზომიერად ივარჯიშეთ და რაც შეიძლება მეტი და აქტიურად იმოძრავეთ.