ლიმონის წვენი შეიცავს მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ასევე, დიდი ოდენობით ვიტამინს - ნატურალურ ძლიერ ანტიოქსიდანტს. მასზე დაფუძნებული დიეტა მარტივი და ეფექტურია. ლიმონის წვენი წყალში უნდა გაურიოთ და დილით, უზმოზე მიირთვათ.
დიეტის კურსი 2-კვირიანია. ეს გახლავთ ოპტიმალური დრო ორგანიზმის გასაწმენდად და მეტაბოლური პროცესების დასაჩქარებლად. მიჰყევით მოცემულ გეგმას:
პირველი დღე
შეურიეთ 1 ლიმონის წვენი ჭიქა წყალს და დალიეთ.
მეორე დღე
გააორმაგეთ პროპორციები და ორჯერ დალიეთ: დილით უზმოზე და მეორე საკვების მიღებამდე.
ყოველ მომდევნო დღეს უნდა გაზარდოთ ლიმონის ნორმა 1 ცალით და დამატებით ჭიქა წყალში გახსნათ. დაყავით ულუფებად.
მეშვიდე დღე
3 ლიმონის წვენი გახსენით 10 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
მერვე დღე
6 ლიმონის წვენი გახსენით 6 ჭიქა წყალში.
მე-9-დან მე-13 დღის ჩათვლით შეამცირეთ ლიმონის დოზები თითო ცალით. ლიმონიანი და თაფლიანი წყალი - დეტოქს-პროგრამის შესანიშნავი გადაწყვეტაა.
მიაქციეთ ყურადღება შეგრძნებებს, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ სასმლის მიღების შემდეგ და თვალყური ადევნეთ დროს: მიირთვით სასმელი ჭამამდე 1 საათით ადრე.
მიუგდეთ ყური ორგანიზმს და ჩაატარეთ ექსპერიმენტები. მაქსიმალური სარგებელი შესძინეთ მას და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით შედეგებით!