დიეტა "მაგის" წარმოშობა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალს. დიახ, საუბარია ევროპული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრზე, მარგარეტ ტეტჩერზე.
ბარონესას სიკვდილის შემდეგ ვესტმინსტერის სასახლეში სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად, განსაკუთრებული მენიუც აღმოაჩინეს.
როგორც მოგვიანებით დადგინდა, ეს გახლდათ "რკინის ლედის" ინდივიდუალური განმტვირთავი პროგრამა, რომელიც ამერიკული კლინიკის, მაიოს სპეციალისტებმა შეიმუშავეს. დიეტის მთავარი პრინციპია - ნახშირწყლების მაქსიმალურად შემცირებული რაოდენობა.
4-კვირიანი კვერცხის დიეტა
სისტემა 4 კვირაზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში 10-დან 28 კილოგრამამდე იკლებთ.
პირველი კვირა
პირველი კვირის განმავლობაში საუზმეზე უნდა მიირთვათ ½ ფორთოხალი ან გრეიპფრუტი და 2 კვერცხი.
ორშაბათი
სადილი: 1 სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით, გარდა ბანანის, ლეღვის, ფინიკისა და ყურძნისა.
ვახშამი: სალათის ფურცლები, ხორცი (ძროხის, ფრინველის, ღორის).
სამშაბათი
სადილი: ქათმის ხორცი კანის გარეშე, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1-2 "ხლებცი", ფორთოხალი და ბოსტნეულის სალათა.
ოთხშაბათი
სადილი: 1-2 "ხლებცი", პომიდორი, უცხიმო ყველი ან ხაჭო.
ვახშამი: უცხიმო ღორის, ძროხის ან ფრინველის ხორცი, სალათის ფურცლები.
ხუთშაბათი
სადილი: 1 სახეობის ხილი.
ვახშამი: უცხიმო ხორცი, სალათის ფურცლები.
პარასკევი
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი და მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული 1 ნაჭერი თევზი, სალათის ფურცელი, 1 ფორთოხალი.
შაბათი
სადილი: 1 სახეობის ხილი.
ვახშამი: უცხიმო ხორცი, სალათის ფურცელი.
კვირა
სადილი: ქათმის ხორცი, პომიდორი და მოხარშული ბოსტნეული, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული, გარდა კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოსი.
მეორე კვირა
მეორე კვირის განმავლობაში საუზმეზე უნდა მიირთვათ ½ ფორთოხალი ან გრეიპრუტი, 2 კვერცხი.
ორშაბათი
სადილი: უცხიმო ხორცი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი.
სამშაბათი
სადილი: უცხიმო ხორცი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი.
ოთხშაბათი
სადილი: უცხიმო ხორცი, 1-2 კიტრი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი.
ხუთშაბათი
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, უცხიმო ყველი ან ხაჭო, მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი.
პარასკევი
სადილი: უცხიმო თევზი, გამომცხვარი, მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი.
შაბათი
სადილი: უცხიმო ხორცი, 1 პომიდორი, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: ხილის სალათა (ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ფორთოხალი).
კვირა
სადილი: ქათმის ხორცი, 1 პომიდორი, 1 ფორთოხალი. გარნირად მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი: ქათმის ხორცი, 1 პომიდორი, 1 ფორთოხალი, გარნირად მოხარშული ბოსტნეული.
მესამე კვირა
მესამე კვირის განმავლობაში საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ ქვემოთ მოყვანილი პროდუქტები.
ორშაბათი
ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით (გამორიცხეთ ყურძენი, მანგო, ბანანი, ფინიკი, ჩირი).
სამშაბათი
მთელი დღის განმავლობაში მოხარშული ბოსტნეული და ახალი ბოსტნეულის სალათები, გარდა კარტოფილისა და ლობიოსი.
ოთხშაბათი
ნებისმიერი ხილი, მოხარშული ბოსტნეული.
ხუთშაბათი
მოხარშული თევზი, კომბოსტოს ან სალათის ფურცლების სალათა ნებისმიერი რაოდენობით, მოხარშული ბოსტნეული.
პარასკევი
მთელი დღის განმავლობაში - ზეთის გარეშე შემწვარი ან მოხარშული ხორცი. გარნირად მოხარშული ბოსტნეული.
შაბათი და კვირა
მხოლოდ ერთი სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით (ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი).
მეოთხე კვირა
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით მთელი დღის განმავლობაში. დაყავით ულუფები 4-5 ნაწილად, ინტერვალი - 2-3 სთ.
ორშაბათი
4 ნაჭერი მოხარშული ხორცი (ფრინველი, ძროხა, ღორი), 3 პომიდორი, 4 კიტრი, 1 ტოსტი, 1 ქილა თინუსი ზეთის გარეშე, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
სამშაბათი
2 ნაჭერი შემწვარი ხორცი, მაქსიმუმ 200 გრ, 1 ტოსტი, 4 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ვაშლი ან მსხალი.
ოთხშაბათი
1 ს.კ. ხაჭო ან უცხიმო ყველი, 500 გრ მოხარშული ბოსტნეული, 2 პომიდორი, 2 კიტრი, 1 ტოსტი, 1 ფორთოხალი/გრეიპფრუტი.
ხუთშაბათი
½ მოხარული ან შემწვარი ქათამი, 3 პომიდორი, 1 კიტრი, 1 ტოსტი, 1 ფორთოხალი/გრეიპფრუტი.
პარასკევი
2 მოხარშული კვერცხი, ახალი ბოსტნეულის სალათა, 1 ფორთოხალი/გრეიპფრუტი.
შაბათი
2 მოხარშული ქათმის ფილე, 120 გრ ხაჭო ან ბრინზა, 1 ტოსტი, 2 პომიდორი, 2 კიტრი, 1 ფორთოხალი/გრეიპფრუტი.
კვირა
1 ს.კ. ხაჭო, 1 ქილა უზეთო თინუსი, 200 გრ მოხარშული ბოსტნეული, 2 პომიდორი, 1 ტოსტი, 1 ფორთოხალი/გრეიპფრუტი.