თუ კუნთების ტონუსს გაიუმჯობესებთ ვარჯიშის მეშვეობით, კანის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია კვებაზე.
აი, მთავარი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ:
დაივიწყეთ მკაცრი დიეტები
დაბალკალორიული დიეტის მეშვეობით შესაძლებელია გარშემოწერილობის შემცირება, მაგრამ კანი თანაბარი და დაჭიმული არ გახდება. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც კანის ხარისხს კარდინალურად გააუმჯობესებს - ეს გახლავთ დაბალანსებული დიეტა.
დალიეთ წყალი
ალბათ, ეს რჩევა ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ დროა, მართლაც გაითვალისწინოთ ის. თუ გსურთ ცელულიტისგან გათავისუფლება, დღეში 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ - ეს ხელს შეუწყობს ქსოვილებში ოპტიმალურ მეტაბოლიზმს.
უცხიმო ცილა
კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები, ქათმისა და ინდაურის ფილე, უცხიმო ძროხის ხორცი, ბარდა - თქვენთვის საჭირო ცილის წყაროა.
მეტი უჯრედისი
საკვებ ბოჭკოებს შეიცავს ბოსტნეული, ხილი. ააქტიურებს საჭმლის მონელებას და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ზემოქმედებს კანის მდგომარეობაზე. მიირთვით დღეში არანაკლებ 400 გრ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ზაფხულში, როცა შესაძლებელია მაქსიმალურად სასარგებლო ადგილობრივი პროდუქტების შეძენა.
ნაკლები მარილი, შაქარი და ალკოჰოლი
ეს პროდუქტები, პირიქით, შეშუპებების მიზეზი ხდება, აკავებს ორგანიზმში სითხეს და ფორთოხლის ქერქის წარმოშობის მაპროვოცირებელი ხდება.