როცა ქალი იდეალურ პარამეტრებზე ფიქრსა და ზრუნვას იწყებს, იქვე იბადება კითხვა: და რამდენია ეს იდეალური წონა? და თუკი პროფესიონალების პასუხს მოუსმენთ ამ შეკითხვაზე, აზრები სულ სხვა მხარეს წაგიყვანთ.
პირველ რიგში, ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ე.წ. იდეალური წონა - ეს სულაც არ არის ჯანმრთელი წონა. და თუკი წამიერად დავხუჭავთ თვალს სილამაზის საზოგადოდ მიღებულ სტანდარტებზე, აშკარა გახდება, რომ ქალისთვის იდეალური წონა - მისი ბუნებრივი წონაა.
მაშ ასე, სიმაღლისა და წონის შესაბამისობა ქალებში.
ჯანმრთელი წონა - ეს ის წონაა, როდესაც ორგანიზმი თავს კომფორტულად გრძნობს ამ წონაზე. და თუკი ამ ფაქიზ ზღვარს გადააცილებთ, შესაძლოა, უამრავი დაავადებით "დაჯილდოვდეთ": აქ ერთვება როგორც ჰორმონალური დისბალანსი და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე შაქრიანი დიაბეტიც.
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დღეს საშუალოსტატისტიკური ქალი იწონის 6 კგ-ით მეტს, ვიდრე იწონიდა მისივე ასაკის ქალი 22 წლის წინ. დიახ, იდეალური წონის განსაზღვრა საგრძნობლად შეიცვალა: დღეს საოცნებო ციფრი 5 კგ-ით მეტია.
მაშ, როგორ მოვძებნოთ იდეალური ბალანსი?
ცხრილი, რომელიც შეადგინეს გამოცდილმა, კვალიფიციურმა ექიმებმა დაგეხმარებათ, შეაფასოთ თქვენი წონა რაციონალურად, მიხედოთ ჯანმრთელობას და არ აჰყვეთ მოდის მიერ დაწესებულ სტანდარტებს. თქვენ მშვენიერი ხართ!
ასევე იხილეთ:
ნუ იჩქარებთ დიეტის დაცვას! ეს უნდა იცოდეთ, სანამ სასწორზე დადგებით!