დაახლოებით 1 თვის წინ, როცა აღმოვაჩინე, რომ საოცნებო საქორწილო კაბებიდან არც ერთი არ მომიხდა, ჩემმა მძიმე წონამ განწყობაც დამიმძიმა და ლამის საკუთარი ქორწილი ჩავშალე.
საშინელი დილემის წინაშე აღმოვჩნდი - უნდა ჩამეცვა კაბა, რომელსაც ბავშვობიდან ჩემს ფანტაზიაში ვხატავდი და ასე სტუმრების დაცინვის ობიექტად ვქცეულიყავი ან როგორმე 5 დღეში ზედმეტი კილოგრამები მომეშორებინა. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე და სწორი დიეტაც მალევე ვიპოვე.
ასე რომ, თუ რამდენიმე დღეში ქორწილში მიდიხართ, თქვენი სხეულის ყველა ნაწილის გაიდეალურებისთვის დრო ჯერ კიდევ გაქვთ. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა ქორწილის მთავარი გმირი თვითონვე ხართ. ასეთ დროს გამოსავალი ვერც შავი ფერის სამოსი იქნება და ვერც "ტომარასავით" დიდ კაბაში იგრძნობთ თავს დედოფლად.
ამ დიეტის დახმარებით კი საოცნებო კაბაში ზღაპრულ პრინცესას დაემსგავსებით!
I დღე
მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც გსურთ, იმდენი ტომატის წვენი და წყალზე მოხარშული 250 გრამი მოხარშული ბრინჯი, უმარილო და უშაქრო.
II დღე
მთელი დღის განმავლობაში 200 გრამი ხაჭო და რამდენიც გინდათ, იმდენი კეფირი. არ უნდა იშიმშილოთ - როგორც კი იგრძნობთ შიმშილს, მაშინვე უნდა დალიოთ კეფირი.
III დღე
მთელი დღის განმავლობაში 300-350 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი და რამდენიც გინდათ, იმდენი უშაქრო ჩაი. სასურველია მწვანე ჩაი, ხოლო ხორციდან სასურველია მოამზადოთ ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი ან სრულიად მჭლე საქონლის ხორცი.
IV დღე
მთელი დღის განმავლობაში 1 ბოთლი მშრალი, წითელი ღვინო და 200 გრამი უცხიმო ყველი. ამ დღეს უმჯობესია, წყალი არ დალიოთ.