არ ვიცი თავაზიანი ლაპარაკის მანევრის, განსაკუთრებული ქარიზმის, თუ უბრალოდ აურის დამსახურებაა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩემთან საერთო ენის გამონახვა უჭირდეს და ბევრი არიან ისეთები, რომლებიც ზედმეტად პირადულ თემებზეც თავიანთი ინიციატივით მიამბობენ.
რატომღაც თვლიან, რომ ჩემი ნდობა შეუძლიათ და იმდენად ინტიმურ საკითხებზე მიყვებიან, ხანდახან მათი ასე ვთქვათ, გულუბრყვილობის შემხედვარე, გაოცებას ვერ ვმალავ.
ფეხმძიმობის პერიოდში ექიმთან ვიზიტი თვეში ერთხელ მიწევდა, ისევე როგორც ყველა ორსულს და ერთ-ერთ მორიგი კონსულტაციის დღეს, მსუქანი ორსული გოგონა გავიცანი. გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ყოველი ზედმეტი კილოგრამი ფეხმძიმობის ბრალი იყო, მაგრამ როცა თავისი ძველი ფოტოები ვნახე სოციალურ ქსელში, გავოცდი. ლიზას მოსიყვარულე მეუღლე ჰყავდა, რომელიც თავიდან ყოველთვის თან ახლდა და მისი ხელი ეჭირა ხოლმე, მეორე ნახევარი სასიამოვნო შესახედი იყო და ყველა გაოცებული უყურებდა წყვილს, ალბათ ფიქრობდნენ, ასეთ მიმზიდველმა კაცმა ამ ქალს როგორ შეხედაო.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გასუქებამდე გადაღებულ ფოტოებში ლიზას შარმით დაჩრდილული ქმარი სულაც არ იყო შესამჩნევი ფიგურა. ნელ-ნელა ვატყობდი, წყვილს შორის ცეცხლი როგორ ნელდებოდა, მუხტი ქრებოდა, მომდევნო ვიზიტებზე ქმარი ცოლს საუბრის დროსაც აღარ უყურებდა. ბოლო თვეში ვიყავით ორივე, როცა შევნიშნე, რომ ლიზა ექოსკოპიაზე მარტო მოსულიყო. როცა გამოველაპარაკე, ქმარზე არაფერი მიკითხავს, თავად მითხრა, ქმარს გასუქებული აღარ მოვეწონე, მიმატოვა და მიზეზი არც დაუმალავსო. მითხრა თავს აღარ უფრთხილდები, ის მიმზიდველი და სექსუალური ქალი აღარ ხარ, რომელიც შემიყვარდაო.
ამ გოგოს ისტორია გულთან ძალიან ახლოს მივიტანე, დავუმეგობრდი და მშობიარობის შემდეგაც ხშირად ვეკონტაქტებოდი სოციალური ქსელის დახმარებით. ერთანეთს ვუზიარებდით დედობის შთაბეჭდილებებს და ხანდახან რჩევებსაც ვაძლევდით. სასწაულებრივად, ლიზამ დაამარცხა ყოველი მომატებული კილოგრამი და კვლავ ტოპ მოდელს დაემსგავსა. გაინტერესებთ მოვლენები როგორ განვითარდა? დიახ, სწორედ ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. ქმარმა მას ჯერ შერიგება სთხოვა, შემდეგ კი უარის მიუხედავად ყოველ დღე საჩუქრებსა და სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა, მაგრამ ისინი ერთად დღემდე აღარასდროს ყოფილან...
ლიზამ წონაში სწრაფად და ეფექტურად ჰერკულესის დიეტის დამსახურებით დაიკლო, ის დიეტასთან ერთად ხშირად ვარჯიშობდა კიდეც, რომ წონაში კლების პროცესი გამარტივებულიყო და შედეგი კი მომჩვარულ კანს არ გაეფუჭებინა.
ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ