21-დღიანი იგლისური დიეტა საკმაოდ პოპულარულია თავისი ეფექტურობის გამო. მისი წყალობით შესაძლებელია ზედმეტი 10-18 კილოგრამის მოცილება. რაც მთავარია, ის ხელმისაწვდომია და განსაკუთრებულ ინგრედიენტებს არ საჭიროებს.
ინგლისური დიეტის არსი ცილოვანი და ბოსტნეულის დღეების მორიგეობაშია. ეს გახლავთ სხეულისთვის მეტად ლმობიერი ვარიანტი, ვიდრე მონოდეტა, რომლის დროსაც ერთფეროვანი პროდუქტები უნდა მიირთვა.
ინგლისური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სანდოა, რადგან 21 დღე გრძელდება და ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმი მშვიდ რეჟიმში გადაეწყოს და ადაპტაცია გაიაროს კალორიების მოხმარების ახალ დონეზე.
ინგლისური დიეტის მენიუ 21 დღეზე
უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:აკრძალულია ცომეული, ტკბილეული, შაქარი, ალკოჰოლური სასმელები, მარილი, შემწვარი და შებოლილი.
დაშვებულია ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა, ნებისიერი ხილი, გარდა ბანანისა, ყურძნისა და ლეღვისა, ნებისმიერი მწვანილი, ბრინჯის, შვრიისა და წიწიბურის ფაფები უმარილოდ, უშაქროდა და კარაქის გარეშე.
ყოველდღე 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
საკვების ბოლო მიღება არაუგვიანეს 19:00 საათისა.
საუზმე, სადილი და ვახშამი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა იყოს.
ინგლისური დიეტა მენიუს 3 ვარიანტს გთავაზობთ. რძის დღეები - ეს პირველი 2 დღეა, შემდეგ ანაცვლებთ ხორცის 2 და ხილლ-ბოსტნეულის 2-2 დღეებით, ბოლო დღე კი კვლავ რძისაა.
რძის დღეები
საუზმე - ჭიქა რძე და 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი - ჭიქა რძე
სამხარი - ჭიქა რძე და 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი - ჭიქა რძე
ძილის წინ - ჭიქა ტომატის წვენი.
ხორცის დღეები
საუზმე - ფინჯანი შავი ყავა ან ჭიქა რძე, 1 ნაჭერი შავი პური კარაქით, დაშვებულია 1 კოვზი თაფლი.
სადილი - ჭიქა ხორცის ბულიონი, მოხარშული 100 გრ ხორცი (ინდაური ან საქონლის ხორცი), სალათის ფურცელი ან 2 ს.კ. დაკონსერვებული ბარდა.
სამხარი - ჭიქა ჩაი ან ყავა.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი და 50 გრ ყველი, ჭიქა კეფირი და 1 ნაჭერი შავი პური.
ბოსტნეულის დღეები
საუზმე - ვაშლი ან ფორთოხალი (2 ცალი), ან 1 გრეიპფრუტი.
სადილი - ჭიქა ბოსტნეულის სუპი ბროკოლისა და ფერადი კომბოსტოსგან, 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის სალათი ან მოთუშული ბოსტნეულის რაგუ (200 გრ).
სამხარი - ხილი და ჭიქა კეფირი.
ვახშამი - ჭარხლისა და სტაფილოს სალათი (150 გრ), შენელებული ლიმონის წვენითა და ზეთით, 1 ნაჭერი შავი პური, ჭიქა ჩაი თაფლით.
ინგლისური დიეტის უპირატესობა გახლავთ ეფექტურობა, რომელზეც უამრავი ადამიანის შედეგი მოწმობს. ინგლისური დიეტა, მონოდიეტებისგან განსხვავებით, არ იწვევს ე.წ. ფსიქოლოგიურ შიმშილს, რადგან მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია.