საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები
საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები
ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან გითქვამთ ფრაზა: „საღამოს ექვსი საათის შემდეგ არაფერს შევჭამ!“ სამწუხაროდ, მოსაზრება იმაზე, რომ საღამოს 6-ის მერე თუ ივახშმებთ, წონაში მოიმატებთ, არასწორადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში.
ეს შეხედულება მცდარია!

ვახშამი ისევე აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, როგორც საუზმე. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რისი მირთმევა შეიძლება და რისი - არა.

ამ თემაზე ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორი ანტონ ლაშქარაშვილი გვესაუბრება:

- შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვიჩნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 18:00 სთ-დან საერთოდ არ მიირთმევთ საკვებს, ორგანიზმი მინიმუმ 15 სთ მშიერი იქნება და სტრესს განიცდის.
ასე რომ, საღამოს 6 საათის შემდეგ შიმშილობა არ არის გამოსავალი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რისი მირთმევა შეგვიძლია.
ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი უზრუნველყოფს ადამიანის ზრდას და მეტაბოლიზმის პროცესს ღამის განმავლობაში. სომატოტროპული ჰორმონი უმთავრეს როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის აღდგენის პროცესზე, უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის განახლებასა და გაახალგაზრდავებას. ძილის პერიოდშიც კი ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.

დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ, რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას. ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს, უნდა მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი:


მოგშივდა? - უნდა ჭამო!

მოგწყურდა? - უნდა დალიო!

გეძინება? - უნდა დაიძინო!

ვერ ისვენებ? - უბრალოდ გაისეირნე, იმოძრავე!


- რისი ჭამა შეიძლება საღამოს 6 სთ-ის შემდეგ?

- საღამოს საათებში მიირთვით ცილებით მდიდარი პროდუქტები: ქათმის ფილე, ქათმის მსუბუქი ძეხვი, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი (ხაჭო, მაწონი, კეფირი) სასურველია უცხიმო, ან ცხიმის დაბალი შემცველობით. ცილებით მდიდარ პროდუქტებს შეგიძლიათ დაურთოთ ნებისმიერი სახის ბოსტნეული, ნებისმიერი რაოდენობით.

ეცადეთ, კატეგორიულად აკრძალოთ საღამოს საათებში ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება, ვინაიდან და რადგანაც, ნახშირწყლების მიღება საღამოს პერიოდში უზრუნველყოფს მკვეთრად ინსულინის ჰორმონების გამოყოფას, რაც ახდენს სისხლში არსებული შაქრის ნეიტრალიზაციას და ხელს უშლის ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, რაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლის დროს დიდ ბარიერს ქმნის.


აი, რა შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს 6 სთ-ის შემდეგ:

გემრიელი დიეტური პროდუქტი:

ბოსტნეულის ხიზილალა (ბადრიჯნის, ყაბაყის);
გოგრა, კომბოსტო, ჭარხალი,
თევზი (ქაშაყის ფილე) ან უცხიმო ორაგული. მთავარი შემცველი გახლავთ D ვიტამინი, ომეგა-3 და იოდი.



მსხალი, ვაშლი, კივი, გრეიპფრუტი. შეიცავს ნაკლებ შაქარს, მაგრამ დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტს. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე სასარგებლო და ერთადერთი ხილია, რომელიც გახდომაში რელურად გეხმარებათ.


მაწონი, უცხიმო ხაჭო;



ცილოვანი დიეტისას ხშირად მიირთმევენ სოსისს, რადგან ეს პროდუქტი ხორცისგანაა დამზადებული და მოგეხსენებათ, ხორცში მრავლადაა ცილა. თუკი სასურველ ფორმაში ყოფნა გსურთ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, სოსისი "რძიანი" მიირთვათ. ასევე, ქათმის ძეხვი.

„აქტიური ცხოვრება, ბალანსირებული მოწესრიგებული კვება და ძილი“ - სწორედ ეს 3 პირობა უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. კიდევ ერთი, დაძინებამდე 2-3 სთ-ით ადრე აღარაფერი ჭამოთ!

კომენტარები (3)
გია
ცოტა ჭამეთ ნუღ ღორობთ დაპრობლემაც არ გექნებათ
ბექა
და ვისაც დარღვეული აქ ჭამის რეჟიმი და სულ შია? თავს ძალას თუ არ დაატანებს რომ შეუძლია სულ ჭამოს? იმათმაც ჭამონ როცა მოუნდებათ? :)
თინა
კუჭმა არ იცის დრო, დილაა თუ საღამო, როცა მოგშივებათ მიირთვით, ოღონდ ცოტ-ცოტა
მსგავსი სიახლეები
13:17 / 20-01-2018
თუ ზედმეტი ზონის დასაკლებად გსურთ, მაგრამ კუჭის ოპერაციით დაპატარავება ან ფიზიკური ვარჯიში თქვენს გეგმაში არ შედის, ჩვენი დიეტა თქვენთვისაა.
13:48 / 19-01-2018
თითო დღეზე მოცემული პროდუქტები გაანაწილეთ საკვების მინიმუმ 3 მიღებაზე.
12:26 / 14-01-2018
უძილობა ყველაზე გავრცელებული თანამედროვე სიმპტომია, მაგრამ თუ ჯადოსნურ მეთოდს - ”4-7-8” ისწავლით, სწრაფად შეძლებთ სიზმრების სამყაროში გადაბარგებას.
თქვენ უნდა ჩაისუნთქოთ ცხვირით ძალიან ნელა, ჩასუნთქვის პროცესი 4 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. შემდეგ, 7 წამით შეიკავეთ სუნთქვა. დაბოლოს, ამოისუნთქეთ პირით და "გაწელეთ" ეს პროცესი 8 წამით.
14:07 / 12-01-2018
წარმოგიდგენთ ტოპ 5 დიეტას, რომელიც 2017 წელს ყველაზე პოპულარული იყო.
12:23 / 10-01-2018
ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი. ძალიან, ძალიან მსუქანი, მაგრამ საჭმელზე უარის თქმა არ შემეძლო.
11:11 / 10-01-2018
ალბათ, თუ ყველა არა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა ოთხმოცი პროცენტი მაინც არის დაავადებული საქართველოში ე.წ. დიეტომანიის ეპიდემიით.
11:19 / 04-01-2018
დაიკელით წონაში და გათბით ზამთრის სუსხიან დღეებში ბოსტნეულის ამ არაჩვეულებრივი წვნიანით.
ის მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით; ამასთან, დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები და თან აიმაღლოთ იმუნიტეტი – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, როცა გარეთ ზამთარია!
13:06 / 03-01-2018
ნიღაბი, რომელსაც დღეს ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ, კანის თითოეულ უჯრედს კვებავს. მისი დახმარებით დამჭკნარი კანიც კი აღიდგენს ელასტიურობას, პატარა ნაოჭები გაქრება და ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
13:00 / 03-01-2018
ზედმეტ კილოგრამებს ყველა თავისებურად ებრძვის. შეზღუდვას ადამიანი რამდენიმე დღე უძლებს შემდეგ კი გაორმაგებული მადით მიირთმევს ყველაფერს.
13:01 / 01-01-2018
როგორც კი ალკოჰოლი სისხლში აღმოჩნდება, მაშინვე ტვინი წყვეტს ვაზოპრესინის გამომუშავებას.
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დიეტა "5 კოვზი" გასწავლით, როგორ ჭამოთ ნაკლები, შიმშილის გრძნობის გარეშე
13:17 / 20-01-2018
თუ ზედმეტი ზონის დასაკლებად გსურთ, მაგრამ კუჭის ოპერაციით დაპატარავება ან ფიზიკური ვარჯიში თქვენს გეგმაში არ შედის, ჩვენი დიეტა თქვენთვისაა.
ეს დიეტა გარანტირებულად დაგაკლებინებთ 7 დღეში 5 კილოგრამს
13:48 / 19-01-2018
თითო დღეზე მოცემული პროდუქტები გაანაწილეთ საკვების მინიმუმ 3 მიღებაზე.
მეცნიერებმა დიეტური პროდუქტის საიდუმლო ამოხსნეს, გაიგეთ თქვენც - რატომ ასუქებს ცხიმი და რატომაა დიეტური ბურღულეული?
11:57 / 17-01-2018
კარგად ცნობილია ბურღულეულის როლი წონის დაკლებაში, მაგრამ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს პროდუქტი და რა განაპირობებს მის დადებით თვისებებს, მეცნიერებმა აქამდე არ იცოდნენ, თუმცა ბევრს საუბრობდნენ იმ სარგებელზე, რომლებიც მას ორგანიზმისთვის მოაქვს.
სწორი და დაბალანსებული კვების მაგალითები ქარდებით – შეინახე!
14:12 / 15-01-2018
როცა საქმე წონაში კლებას ეხება, ყოველთვის თვალწინ ჩიტის საკენკი, ძალიან მცირე ულუფები წარმოგვიდგენია.
14 უცნაური მიზეზი, რაც ჩვენ წონაში მატებას იწვევს
18:00 / 14-01-2018
1. ტელევიზორის ყურებაბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტელევიზორის რეგულარული ყურება და ადამიანის წონის მატება ურთიერთკავშირშია.
"მარაო.ge"-ს მკითხველების მიერ აღიარებული 2017 წლის ტოპ-5 ყველაზე ნახვადი დიეტა
14:07 / 12-01-2018
წარმოგიდგენთ ტოპ 5 დიეტას, რომელიც 2017 წელს ყველაზე პოპულარული იყო.
ერთკვირიანი დიეტა, რომელმაც 26 წლის გოგონას ახალი ცხოვრება აჩუქა
12:23 / 10-01-2018
ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი. ძალიან, ძალიან მსუქანი, მაგრამ საჭმელზე უარის თქმა არ შემეძლო.
პოსტსაახალწლო პრობლემები, ანუ ვიკლებთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:11 / 10-01-2018
ალბათ, თუ ყველა არა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა ოთხმოცი პროცენტი მაინც არის დაავადებული საქართველოში ე.წ. დიეტომანიის ეპიდემიით.
მამაკაცის თვალით დანახული ქალის 10-დღიანი დიეტა
13:48 / 09-01-2018
დღე პირველიჩემმა ცოლმა ჩაიცვა ჯინსი, რომლითაც მეათე კლასში დადიოდა. ძლივს შეიკრა. ჩემს მოკრძალებულ შენიშვნაზე, რომ ის ბოლო ხუთი წელია, ამ ჯინსს დაწოლილ მდგომარეობაში იცვამდა, სახეში სილა მივიღე და რისთვის?! გაუგებარია...
პროდუქტები, რომლებიც ახალ წელს დაგროვილი ცხიმების დაწვაში დაგეხმარებათ
11:48 / 09-01-2018
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი